მთავარი | ჰერბიციდები | კლინერ ექსტრა
გლიფოსატის ამონიუმის მარილი 757გ/კგ, გლიფოსატის მჟავაზე გადაანგარიშებით 680გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულებატოტალური მოქმედების მაღალეფექტური ჰერბიციდი, კლინერ ექსტრა, გამოიყენება ბალახეული სარეველების, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების, ერთწლიანი, მრავალწლიანი და მერქნიან-ბუჩოვანი არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად. კლინერ ექსტრათი დამუშავებული სარეველა აღარ იზრდება.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
პესტიციდი აღწევს მცენარის ფოთლის ზედაპირზე, ღეროსა და მცენარის ნაწილებში. ფოთლის ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ პრეპარატი აღწევს ქსოვილის შიგნით და შემდგომ გადადის მის ყლორტებსა და ფოთლის აქტიური ზრდის ადგილებში (მარცვლეულის კვანძებში, ფესვებსა და ფოთლებისა და რიზომების ზრდის წერტილებში). პრეპარატი მცენარეში იჭრება 2-3 საათის განმავლობაში, ვიზუალური სიმპტომი ვლინდება 2-3 დღეში, ხოლო 1-1.5 კვირაში (კლიმატური პირობებისა და სარეველების ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით) მთლიანად ხმება სარეველა. თავთავიანი სარეველა გაცილებით მგრძნობიარეა ფართოფოთლოვნებთან შედარებით. პრეპარატის გამოყენებისას სარეველა ჯერ იღებს მწვანე ფერს, შემდეგ ყვითლდება, დეფორმირდება და შრება. რის შემდეგაც ხდება მცენარის სასიცოცხლო პროცესის ბლოკირება და საბოლოო განადგურება.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- პრეპარატი კარგად ერგება კულტურის დაცვის პროგრამებს;
- კლინერ ექსტრათი დამუშავებული მინდვრები არ განიცდიან ეროზიას და აქვთ მაღალი ტენიანობა;
- მაღალეფექტურია სხვადასხვა კულტურებში მოსავლის აღების წინ დესიკაციისთვის;
- ნიადაგში მოხვედრის შემდეგ ნიადაგის მიკროორგანიზმების დახმარებით, პრეპარატი სწრაფად იშლება ბუნებრივ კომპონენტებად;
- შესანიშნავი მოქმედება სარეველების ფართო სპექტრის წინააღმდეგ;
- საშუალებას იძლევა ავიცილოთ საწვავის ხარჯი ნიადაგის მექანიზებული დამუშავებისათვის;
- კლინერ ექსტრა საშუალებას იძლევა გავასუფთაოთ სარეველებისგან: სარკინიგზო მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, ავტოსაგზაო მაგისტრალები, სასაწყობე მეურნეობები და სხვა;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- საუკეთესო ეფექტი მიიღწევა, როდესაც სარეველები აქტიური ვეგეტაციის ფაზაში არიან (მრავალწლიანი მარცვლოვნები -მინიმუმ 4-5 ფოთლის და 10-20 სმ სიმაღლისა).მრავალწლიანი ფართოფოთლოვნები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში;
- შესხურება სასურველია ჩატარდეს უნალექო პირობებში, წვიმამდე მინიმუმ 4 საათით ადრე;
- თუ საჭიროა ნიადაგის დამუშავება, მიზანშეწონილია ამის გაკეთება მინიმუმ 2 კვირის შემდეგ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სარეველას მიწისზედა ნაწილი მალე კვდება, ფესვთა სისტემას ამისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება (ფესვთა სისტემის სიკვდილიანობა დამოკიდებულია ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე);
- შესხურება რეკომენდებულია ჩატარდეს სარეველების ზრდის პერიოდში;
- მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად აუცილებელია მცენარის მიწისზედა ნაწილები თანაბრად დაიფაროს პრეპარატის შესხურებისას (სარეველა უნდა იყოს ზრდის ფაზაში);
- მოერიდეთ ხსნარის შემთხვევით კონტაქტს სხვა კულტურებთან;
- შესაწამლად გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა: რესპირატორი სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანი, სათვალე და სამუშაო აპარატურა;
- აუცილებელია სამუშაო ხსნარი მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ;
კულტურა |
გასანადგურებელი ობიექტი |
გამოყენების პერიოდი |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
ხეხილი, ვაზი, ციტრუსი, თხილი |
ერთწლოვანი მარცვლოვნები და ორლებნიანები |
შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე და ზაფხულში (კულტურის დაცვით) |
2-4 |
ხეხილი, ვაზი, ციტრუსი, თხილი |
მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები |
შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე და ზაფხულში (კულტურის დაცვით) |
4-6 |
მარცვლოვნები |
მრავალწლიანი ერთწლოვანი მარცვლოვნები და ორლებნიანები |
ნათესების შესხურება მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე (მარცვლის ტენიანობის არაუმეტეს 30% ის-ა) მარცვლის შესაშრობად და ნაწილობრივ სარეველების დასათრგუნად |
2-4 |
მინდვრები სადაც დაითესება სიმინდი, ხორბალი, რაფსი |
ერთწლოვანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები |
ვეგეტირებულ სარეველებზე შესხურება მოსავლის აღების შემდეგ |
2-4 |
ქალაქის (სოფლის) ობიექტები:სკვერები, პარკები, რკინიგზის ზონები, საწარმოო დაწესებულებები და სხვა ობიექტები |
არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მერქნიანი მცენარეულობა |
ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში |
4-6 |
გამოყენების ინსტრუქცია;
- პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
- თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
- პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
- პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
- პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
- პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
- ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
- პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
- ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
- არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
- ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
- რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
- ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
- შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
- ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
- პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
- პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
- ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
- რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
- დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
- კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
- როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 კგ | 26 ლ |