კურმუზინი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

კურმუზინი

მეტრიბუზინი 700 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში დისპენსირებადი გრანულები

ღირებულება

86.50

აირჩიე: 0.5 კგ
კულტურა

პომიდორი, კარტოფილი

ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

თანამედროვე სისტემური მოქმედების ჰერბიციდი კარტოფილის, პომიდორის, სოიასა და იონჯის ნათესებში, ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ. პრეპარატი მაღალეფექტურია ისეთ ორლებნიან სარეველებზე, როგორიცაა: ჯიჯილაყა, შავთარა, თავცეცხლა, გვირილა და სხვა. ასევე მარცვლოვან სარეველებზე: მდელოს მელაკუდა, შვრიუკა, თავნასკვა და სხვა. ნაკლებ ეფეტურია ისეთი სარეველების მიმართ როგორიცაა: მინდვრის ნარი, ხვართქლა და ხოვერა.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

  • ჰერბიციდი მოქმედებს:
  • ფოთლოვანი (ფოტოსინთეზური ინჰიბირების) მექანიზმით;
  • ნიადაგური მექანიზმით (ნიადაგის ზედაპირს გადაეკვრება აპკის სახით და ხელს უშლის სარეველების ამოსვლას). აქტიური ნივთიერება, რომელიც აღწევს მცენარეებში, აქტიურად აფერხებს უჯრედების ზრდას და გაყოფას, არღვევს მათ ცილოვან და ლიპიდურ მეტაბოლიზმს, რაც იწვევს სარეველების განადგურებას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ეფექტურია ყველაზე მნიშვნელოვანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ;
  • გამოყენების შესაძლებლობა ნათესებისა და სარეველების გაღივებამდე და შემდეგ;
  • აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა და მაღალი ეფექტურობა;
  • უზრუნველყოფს კულტურების დაცვას მოსავლის აღებამდე;
  • ადვილად და სწრაფად იშლება ნიადაგში;
  • მაღალეფექტური და გრძელვადიანი დამცავი ეფექტი;
  • ანადგურებს ვეგეტატიურ სარეველებს და მათ ყლორტებს;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • რეკომენდებული ხარჯვის ნორმებით გამოყენებისას პრეპარატი უვნებელია კულტურებისთვის;
  • პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე და დამუშავების დროზე;
  • პრეპარატის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია ნიადაგის ტენიანობა და  მომზადების ხარისხი;
  • დაუშვებელია პრეპარატის გამოყენების შემდეგ ნიადაგის დამუშავება;

 

კულტურა გამოყენების მეთოდი ნიადაგის ტიპი გამოყენების ჯერადობა
კარტოფილი კარტოფილის აღმოცენებამდე

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

0.5-0.75

0.75-1

1-1.5

კარტოფილი ნაწილობრივი: 1 აღმოცენებამდე 2 კარტოფილის 5 სმ სიმაღლისას

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

0.5-1

0.3

იონჯა მეორე წლის მცენარის გამოზრდამდე, სათესი ნაკვეთები

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

1.4
იონჯა ნათესების წამლობა კულტურის 10-15 სმ სიმარლისას

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

1.4
პომიდორი ნათესების წამლობა კულტურის 2-4 ფოთლის ფაზაში

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

0.7-1.0
სოიო სოიოს აღმოცენებამდე

მსუბუქი

საშუალო

მძიმე

0.5-0.75

0.75-1.2

0.75-1.4

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.5 კგ 86.5 ლ

მსგავსი პროდუქცია