მთავარი | ჰერბიციდები | ფინზოფილი
2,4 დ ეთილექსერის ეთერი 452.42 გ/ლ, ფლორასულამი 6,25 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება ფინზოფოლი არის სისტემურ-კონტაქტური ჰერბიციდი კულტურის აღმოცენების შემდგომ გამოსაყნებლად ერწლიანი ორლებნიანი სარეველების, მათ შორის 2,4 დ 2M-4X მიმართ გამძლე და ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველები (გვირილა, ღიჭა, ნარი, მინდვრის მდოგვი, ბოლოკა, ნაცარქათამა, ბებრისკონა, ავშანფოთლიანი ამბროზია) საკონტროლოდ, ხორბლის, ქერის და სიმინდის, ნათესებში გამოსაყენებლად.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ფენზოფოლი შეიწოვება ფესვებიდან და ყლორტებიდან და გადადის, როგორც ქსილემში, ასევე ფლოემში. პრეპარატის მოქმედება შემდეგი სახით მიმდინარეობს: მარილები ადვილად შეიწოვება ფესვებით, ხოლო ეთერები ადვილად შეიწოვება ფოთლების მიერ, ხდება ტრანსლოკაცია, დაგროვებით ძირითადად ყლორტებისა და ფესვების მერისტემატურ ორგანოებში. იგი მოქმედებს როგორც ზრდის ინჰიბიტორი.
ფინზოფოლის ახორციელებს სისტემურ მოქმედებას ფართოფოთლიან სარეველებზე, საუკეთესო ეფექტი მიიღწევა როცა სარეველების ნამდვილი ფოთლები აქტიური ზრდის პერიოდშია. მისი მოქმედება დაუყოვნებლივ აჩერებს სარეველების კვებას და წყდება სიცოცხლისუნარიანობა. სარეველებზე მოხვედრის შემდეგ 1-2 დღეში ჩნდება გაყვითლების ნიშნები, სარეველა სრულად კვდება 7-14 დღეში ტემპერატურისა და სარეველების მდგომარეობის მიხედვით. ხორბლისა და ქერის შემდეგ დასათეს კულტურებზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. მალევე შეიძლება სხვა მოსავლის დათესვა.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
ü დამუშავების ჯერადობა - ერთხელ;
ü შესხურება უნდა ჩატარდეს სარეველების აღმოცენების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს იმ ფაზისა, სანამ კულტურა გადაფარავს სარეველას და შეუძლებელი გახდება სამუშაო ნაზავის შეტანა;
ü მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც სარეველების ღერო და ფოთოლი დასველდება სამუშაო ხსნარით;
ü მისი შერევა არ არის რეკომენდირებული სხვა ჰერბიციდებთან, შერევამდე აუცილებელია წინასწარი ტესტის ჩატარება თავსებადობაზე;
ü მისი შერევა შესაძლებელია ყველა ტიპის სასუქთან.
გამოყენების რეგლამენტი
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ხერხი და პერიოდი |
საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი, |
0,5 |
ერთწლიანი, მათ შორის 2,4 დ 2M-4X მიმართ გამძლე და ზოგიერთი მრავალწლიანიორლებნიანი სარეველები (ხოვერა, გვირილა, ღიჭა, ნარი, მინდვრის მდოგვი, ბოლოკა, ნაცარქათამა, ბებრისკონა, ავშანფოთლიანი ამბროზია) |
ნათესების შესხურება კულტურის ბარტყობის და სარეველების განვითარების ადრეულ ფაზებში. |
სიმინდი |
0,7-0,8 |
ერთწლიანი, მათ შორის 2,4 დ -ს მიმართ გამძლე და ზოგიერთი მრავალწლიანიორლებნიანი სარეველები |
ნათესების შესხურება კულტურის 3 – 5 ფოთლის და სარეველების განვითარების ადრეულ ფაზებში. |