მენსურონ ექსტრა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ჰერბიციდები | მენსურონ ექსტრა

მენსურონ ექსტრა

ნიკოსულფურონი 75% ვგ

პრეპარატული ფორმა

წყალში დისპენსირებადი გრანულები

ღირებულება

150.00

აირჩიე: 0.25 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

სიმინდი

ბრენდი

Shandong Binnong Technology Co., Ltd. ჩინეთი

მენსურონ ექსტრა გამოიყენება სიმინდში გავრცელებული ერთწლიანი (მარცვლოვანი, ორლებნიანი) და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი შთაინთქმება სარეველების ფოთლების, ღეროს და ფესვთა სისტემის მიერ და აჩერებს არასასურველ მცენარეთა ზრდა-განვითარებას. თვალსაჩინო შედეგი გამოვლინდება შესხურებიდან 2-3 დღის შემდეგ, ხოლო სარეველები სრულად ნადგურდება 14-20 დღეში. ნიკოსულფურონი შეიწოვება სარეველების ფოთლის ზედაპირიდან, გადაადგილდება მცენარეში, სწრაფად იშლება და იწვევს სიკვდილიანობას, ასევე სპობს მხოხავი ჭაგას ფესვთა სისტემას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • გაუმჯობესებული მოქმედება ერთწლიან, მრავალწლიან და ორლებნიან სარეველებზე;
  • ზეთოვანი დისპერსია საშუალებას იძლევა პრეპარატი გამოვიყენოთ ამინდობრივი პირობების ცვალებადობისგან დამოუკიდებლად, რადგან გაზრდილია მიმწებებლობის უნარი; პრეპარატი თანაბრად ნაწილდება და იჭრება მცენარეში;
  • უზრუნველყოფს ნათესების გასუფთავებას სარეველებისგან მოსავლის აღებამდე;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი გამოიყენება მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან, თუმცა თითოეულ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი;
  • პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დილით, ან საღამოს საათებში;
  • შესაწამლად გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა: რესპირატორი სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანი, სათვალე და სამუშაო აპარატურა;
  • აუცილებელია სამუშაო ხსნარი მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ;

კულტურა/დასამუშავებელი ობიექტი მავნებელი გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ, კგ/ტ) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზებული)სამუშაოების დაწყების დრო
სიმინდი (მარცვალი) სასილოსე მრავალწლოვანი მარცვლოვანი (შალაფა, მხოხავი ჭანგა), ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი შესხურება კულტურის 3-6 ფოთლის ფაზაში და სარეველა მცენარის განვითარების ადრეულ ფაზაში (2-6 ფოთოლი ერთწლიანებში და 20-30 სმ სიმაღლე მრავალწლიანებში) 0.08 -0.1 - (1) 7(3)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.25 კგ 150 ლ

მსგავსი პროდუქცია