მთავარი | ჰერბიციდები | კორლისტო
მეზოტრიონი 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულებასელექციური ჰერბიციდი ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, სიმინდის კულტურაში. ჰერბიციდი გამოიყენება სარეველების ამოსვლის შემდგომ კულტურის განვითარების 3-5 ფოთლის ფაზაში.
ჰერბიციდი შესხურების შემდეგ სწრაფად შეიწოვება ფოთლების მეშვეობით და ბლოკავს სარეველების ზრდის წერტილს. მიუხედავად იმისა, რომ შესხურებიდან სარეველების ზრდა ჩერდება, ვიზუალურ ეფექტს იძლევა 2 კვირამდე, სარეველების სახეობისა და განვითარების მიხედვით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
კოლრისტერო არის სუსპენზიური კონცენტრატის ჰერბიციდი, რომლის გამოყენებისას აქვს კულტურის დაცვის უსაფრთხოების მაღალი დონე. ჰერბიციდი სწრაფად შეიწოვება ფოთლების მეშვეობით და ბლოკავს სარეველების ზრდის წერტილს. პრეპარატის მოქმედების ჩვეული ნიშნებია, სარეველაზე ახალგაზრდა ფოთლის გაყვითლება, ზრდის წერტილის შეჩერება და საბოლოოდ კვდომა.
ჰერბიციდის გამოყენებისას საუკეთესო შედეგს იძლევა, მაშინ როცა სარეველების ზრდა აქტიურ ფაზაშია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მცენარე შეიძლება დაისტრესოს, როცა ტემპერატურული რეჟიმი მაღალია (გვალვა, მაღალი ტემპერატურა) ან გახანგრძლივებულია ცივი ამინდები.
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ხერხი და პერიოდი |
სიმინდი |
0,25-0,3 |
ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი (შვრიუკა, ბურჩხა, მწყერფეხა, ბოლოკა, ნაცარქათამა, წიწმატურა) |
ნათესების შესხურება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში და სარეველა მცენარის განვითარების ადრეულ ფაზაში (2-6 ფოთოლი ერთწლიანებში და 10-20 სმ სიმაღლე მხოხავი ჭანგასთვის) |
· სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 250-300 ლ/ჰა;
ყურადღება! ჰერბიციდი არშეურიოთ ერთად ნაზავში აზოტშემცველ და ფოსფორიან სასუქებთან.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
· გამოიყენება დაბალი ხარჯვის ნორმა;
· ფართოფოთლიანი სარეველების მოქმედების მაღალი სპექტრი;
· საიმედოდ სპობს სარეველებს;
· უზრუნველყოფს კულტურის დაცვას;
· სარეველების სწრაფი გაყვითლება და შემდეგ კვდომა
· თესლბრუნვაში მომდევნო კულტურისთვის შეზღუდვის არარსებობა;
· მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა.