პაროქსიფენი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

პაროქსიფენი

ოქსიფლუორფენი 240 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსიის კონცენტრატი

ღირებულება

60.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

პაროქსიფენი მაღალეფექტური კონტაქტურ-სელექციური ნიადაგის ჰერბიციდია ერთწლიანი ფართო ფოთლიანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ ადრეულ პერიოდში გამოსაყენებლად.

იგი გამოიყენება ხახვის, ნივრის,  მზესუმზირის, ვაშლისა და ციტრუსის კულტურებში.

მისი გამოყენების ორგვარი ხერხი არსებობს: როცა  ნიადაგი თავისუფალია სარეველებისგან და  კულტურის  2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში და სარეველების 10 -15  სმ სიმაღლისას.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად,  საჭიროა დაცული იქნას  შემდეგი რეკომენდაციები:

·        ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული და მოსწორებილი ნარჩენებისგან, გოროხებისა და  სარეველებისგან თავისუფალი;

·        ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი, ჰაერის ტემპერატურა კი +10 გრადუსი;

·        პრეპარატის გადანაწილება ნიადაგზე უნდა მოხდეს თანაბრად;

ჰერბიციდის  გამოყენების შემდეგ აღარ ტარდება სხვა მექანიკური/ხელით შესასრულებელი სამუშაოები 3/7 დღის განმავლობაში, რათა არ მოხდეს პრეპარატის მიერ წარმოქმნილი ეკრანის დარღვევა და მისი მოქმედება იყოს ეფექტური.

 კულტურული მცენარე კი ირგვაბა ჰერბიციდის გამოყენებიდან 2 კვირის შემდგომ.

ხახვის დამუშავების შემთხვევაში: პირველი დამუშავება ტარდება, როდესაც ხახვი განივითარებს პირველ ნამდვილ ფოთოლს. შემდეგი დამუშავებები რეკომენდირებულია ჩატარდეს 5-10 დღიანი ინტერვალით დოზების თანმიმდევრობით, აპრობირებულია ასეთი სქემა 1) 50-150 მლ/ჰა, 2) 200 მლ/ჰა, 3) 300 მლ/ჰა 4) 500 მლ/ჰა

სარეველაზე მოქმედების პირველი ნიშნები (ქლოროზი,ნეკროზი) აღინიშნება შესხურებიდან 2-3 დღის შემდეგ სრული სიკვდილიანობა კი დგება 1-2 კვირის შემდეგ.

 

მნიშვნელოვანია! პრეპარატის შესხურება არ ტარდება წვიმის შემდეგ ანდა შესხურების შემდეგ, თუ 3-4 საათში წვიმაა მოსალოდნელი, ასევე პრეპარატი არ გამოიყენება როცა ნათესი იმყოფება სტრესის ქვეშ.

 

გამოყენების რეგლამენტი:

კულტურა

მოქმედების სპექტრი

ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

პრეპარატის გამოყენების პერიოდი და ფაზები

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

ხახვი, ნიორი

ერთწლოვანი ორლებნიანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სარეველები (საგველასებრნი, ბურჩხა, ძურწა, შვრიუკა და სხვა)

0.05-0.5

შესხურება სარეველებზე 2-4 ფოთლის ფაზაში

-(2-3)

0.5-0.75

ნათესის შესხურება 4-5 ფოთლის ფაზაში

-(2-3)

მზესუმზირა

1

ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე

-(1)

ვაშლი, ციტრუსი

 ერთწლოვანი ორლებნიანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სარეველები (საგველასებრნი, ბურჩხა, ძურწა, შვრიუკა და სხვა)

2.5

შესხურება გაზაფხულზე ვეგეტირებულ სარეველებზე 10-15 სმ ფაზაში

-(1)

 

 

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

ü      ნიადაგის ზედაპირზე მდგრადი ეკრანის წარმოქმნა;

ü      მაღალეფექტურია ორლებნიანი სარეველების  წინააღმდეგ გამოსაყენებლად;

ü      სარეველების სწრაფი დაღუპვა, ვინაიდან იგი აზიანებს ღივების ზრდის წერტილს;

ü      არ გადაადგილდება მცენარის შიგნით და არ შეიწოვება   ფესვებიდან წყალთან ერთად, ამიტომ გამორიცხულია   პრეპარატის ნაშთის მოხვედრა საბოლოო პროდუქციაში;

ü      პაროქსიფენი გამოირჩევა მაღალი დამკავებლობით, არ   გამოირეცხება, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და   ეფექტურ დაცვას;

ü       არ გააჩნია არავითარი შეზღუდვა თესლბრუნვაში;

შეფუთვა ფასი
1 ლ 60 ლ

მსგავსი პროდუქცია