მთავარი | ჰერბიციდები | კორფოსატი
გლიფოსატი- იზოპროპილამინის მარილი 480 გ/ლ, გლიფოსატის მჟვაზე გადაანგარიშებით 360 გ/ლ
ღირებულებატოტალური მოქმედების მაღალეფექტური ჰერბიციდი ბალახეული სარეველების, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების და სხვა არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად.
უპირატესობები:
კორფოსატს გააჩნია სწრაფი მოქმედების მექანიზმი;
არ ირეცხება ნალექებისგან გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ;
აქვს კარგი ხსნადობის უნარი;
კორფოსატი დიფუზიურად იჭრება მცენარის ქსოვილებში ფოთლის ბაგეებიდან და გადანაწილდება მთელ სისტემაში, მათ შორის ფესურებშიც. გარეგანი ნიშნები შეინიშნება გამოყენებიდან 1 კვირაში, სრული განადგურება ხდება 2-3 კვირაში, გამომდინარე ამინდობრივი პირობებიდან.
საუკეთსო ეფექტი მიიღწევა გასანადგურებელი მცენარეებს აქტიური ზრდის ფაზაში, თბილი ამინდისა და ნიადაგის საკმარისი ტენიანობის დროს.
გამოყენების ვადები | ხარჯვის ნორმა | ||
კულტურა | სარეველა | ||
ნაკვეთები განკუთვნილი ბოსტნეული კულტურების და კარტოფილის დასათესად ან დასარგავად | სარეველების კომპლექტი: ორლებნიანები (მდელოს მელაკუდა (Alopecurus pratensis L), შვრიუკა (Avena fatua), თავნასკვა (Carex capitata ,Capitate Sedge), ღვარძლა, (Lolium temulentum L),ძურწა (Setaria verticillata (L.) და სხვა. ნაცარქათამა (Chenopodiumalbum L), შავთარა, (Fumaria officinalis L), თავცეცხლა (Galeopsis ladanum L. და G. tetrahit L.), გვირილა (Leucanthemum vulgare) მატიტელა, (Роlуgо num aviculare), დანდური (Portulaca oleracea L) და სხვა. მარცვლოვანი სარეველები: მდელოს მელაკუდა (Alopecurus pratensis L), შვრიუკა (Avena fatua), თავნასკვა (Togglenavigation), ღვარძლა (Lolium temulentum), ძურწა (Phalaris canariensis). ერთლებნიანი შალაფა (Sorghum halepense (L.) ჭანგა (Agropyrum), თაგვიყანა (Horideum leporinum) და ა.შ. ორლებნიანი ჯიჯილაყა (Amaranthus tetroflexus L) ნაცარქათამა, (Chenopodiumalbum L), მინდვრისშავთარა, (Common fumitory), გვირილა (Leucanthe mum vulgare), მატიტელა (Роlуgоnum aviculare), დანდური (Portulaca oleracea L) და სხვა. | მიმართული შესხურება ვეგეტირებადი სარეველების წინააღმდეგ შემოდგომით | 30 |
გამოყენების ინსტრუქცია;
პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 12.9 ლ |
5 ლ | 15.1 ლ |
10 ლ | 11.7 ლ |
20 ლ | 11.5 ლ |