რუბინი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

რუბინი

ტებუკონაზოლი 20 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

14.00

აირჩიე: 3 კგ 9 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

თავთავიანი კულტურები

ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

სისტემური ფუნგიციდი რუბინი გამოიყენება თავთავიანი კულტურების თესლის დასამუშავებლად. რუბინი გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი კომპლექსურად იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან, როგორიცაა გუდაფშუტა, ქერის მაგარი გუდაფშუტა, აგრეთვე თესლის შიგნით, ჩანასახში მყოფი, ხორბლისა და ქერის მტვრიანა გუდაფშუტები, თესლის გარსზე და გარსის შიგნით ხორბლის ჰელმინტოსპორიოზი, ფესვთა სისტემის ფურარიოზი.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი თესლის გაღვივებისას იჭრება მასში და სპობს შინაგან ინფექციას. მისი გადაადგილება ხდება მცენარეში აკროპეტალურად და იცავს აღმონაცენებს ნიადაგში მობინადრე სხვადასხვა პათოგენებისგან. პრეპარატული ფორმა შეიცავს სპეციალურ მიმწებებლებს და საღებავს, რის საშუალებითაც იგი შესანიშნავად ეკვრის და ტოვებს კვალს დამუშავებულ მარცვალზე.  პრეპარატი მშრალი წესით კარგად უნდა გადაერიოს თესლს, ისე რომ მტვერი მთლიანად გადანაწილდეს დასამუშავებელ მასალაზე.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • თესლების დამუშავებისას ეფექტურად თრგუნავს ფესვის ლპობის პათოგენებს, ჭუჭყიან სოკოებს და თესლის ობს;
  • აქვს გამოყენების ფართო სპექტრი;
  • იცავს ფესვებს ლპობისგან;
  • მაღალი საწყისი აქტივობა - შესხურებიდან რამდენიმე საათში;
  • დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი (მთელი ვეგეტაციის განმავლობაში);
  • ტებუკონაზოლი უზრუნველყოფს, ნერგის დაცვას ზრდის საწყის პერიოდში;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ხორბლის ბოლო გადამუშავება დასაშვებია მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე;
  • სველ ცივ ამინდში სადეზინფექციო საშუალებების გაზრდამ, შეიძლება შეამციროს თესლის გაღივება;
  • თესლის დამუშავება რეკომენდებულია თესვამდე 1-2 თვით ადრე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დამუშავება დასაშვებია თესვამდე, რამდენიმე საათით ადრე;
  • არის საჭირო მისი შერევა მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან მარცვლეულზე გავრცელებული დაავადებების გასაკონტროლებლად; 

კულტურა დაავადება გამოსაყენებელი დოზა
ხორბალი ხორბლის მაგარი გუდაფშუტა (Tilletia foetida ve Tilletia caries) ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა (სტილაგო ნუდა ფ.სპ ტრიტიცი) 150 გ/100 კგ მარცვალი
ქერი ქერის მაგარი გუდაფშუტა (UStillago hordel) ქერის მტვრიანა გუდაფშუტა (UStillago nuda f.sp tritici) ქეის ხაზურა ჟანგა (Pyrenophora graminea) 150 გ/100 კგ მარცვალი

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
3 კგ 14 ლ
9 კგ 8.6 ლ

მსგავსი პროდუქცია