სთენდბაი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

სთენდბაი

პირაკლოსტრობინი 250 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

100.00

აირჩიე: 0.25 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ნუში

ბრენდი

Miuchem Company Limited, ჩინეთი

სთენდბაი მაღალეფექტური ფუნგიციდია ისეთ კულტურებში გამოსაყენებლად როგორიცაა: ვაზი, სიმინდი, კურკოვნები (გარგარი, ნექტარინი, ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი), კენკროვნები, მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი, შვრია), პომიდორი, კარტოფილი, სოიო, ლობიო, მზესუმზირა, ხახვი, ნიორი, ციტრუსი, ნუში, თხილი, ფისტა, კაკალი, მარწყვი. პრეპარატი უმკლავდება ალტერნარიოზს, ნაყოფის სიდამპლეს, თეთრ სილაქავეს, ფესვის სიდამპლეს, ფუზარიოზს და სხვა კულტურათა ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს.

მოქმედების მექანიზმი:

მოქმედი ნივთიერება პირაკლოსტრობინი განაპირობებს ფუნგიციდის ღრმა და ხანგრძლივ დამცავ ეფექტს. პრეპარატი ფოკუსირებულია ფოთლის ზედაპირზე, შემდგომ ნაწილდება შიდა ქსოვილებში. აქტიური ნივთიერება ბლოკავს ენერგიის ნაკადს უჯრედებში და იწვევს სოკოების სპორების და მიცელიუმის სიკვდილს.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • პრეპარატი დაავადებათა ფართო სპექტრს უმკლავდება;
  • აქვს მკვეთად გამოხატული ფუნგიციდური მოქმედება;
  • ეფექტურია კულტურათა ფართო სპექტრისთვის;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • არ იწვევს რეზისტენტობას (შეჩვევას);

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • არ გამოიყენოთ უშუალოდ წყალში, ან ზედაპირებზე, ან უბნებზე, სადაც არის წყლიანი ზედაპირი, ან სანაპირო ზონაზე წყლის მაქსიმალური დონის საშუალო ნიშნულის ქვემოთ;
  • წამლობისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა: რეზინის ფეხსაცმელი, რეზინის ხელთათმანები ა.შ;
  • ცალკეული კულტურებისთვის საჭირო დოზების შესარჩევად ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ტარაზე დატანილ ინსტრუქციას;

ძირითადი კულტურა

 

დაავადება

ხარჯვის ნორმა

ჯერადობა/ ლოდინის პერიოდი

 

 

სიმინდი

ფესვის სიდამპლე Ophiobolus graminis და ღეროს სიდამპლე Stenocarpella maydis, სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტა Ustilago maydis, ჰემნინტორიოზი Helminthosporium turcicum, ფაზარიოზი fusarium moniliforme

 

 

0.5-0.7

 

 

2

 

ვაზი

შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii, ჭრაქი Plasmopara viticola, ვაზის ფოთლის სილაქავე phomopsis viticola, ნაცარი Uncinula necator

 

0.6-0.8

 

3

 

კურკოვნები (გარგარი, ნექტარინი, ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი)

ნაყოფის სიდამპლე Alternaria alternate, ანთრაქნოზი Colletotrichum prunicola, ჟნგა C.gloeosporiodes, ჭრაქი Tranzschelia discolor, ქეცი Sphaerotheca pannosa, Podosphaera clandstina, ქეცი Cladosprium carpophilum, ფოთლების სილაქავე Wilsonomyces carpophilus

 

 

 

0.7-0.9

 

 

 

2

 

 

კენკროვნები

ალტერნარიოზი Alternaria alternate, ანთრაქნოზი, ნაყოფის სიდამპლე Colletotrichum gloeosporiodes, ხეხილისა და ტყის ჯიშების სიდამპლე Botryosphaeria spp, შავი სიდამპლე Vaccinium spp, შავი სილაქავე Phomopsis vaccine, ნაცარი Spaerotheca spp, თეთრი სილაქავე Septoria spp

 

 

 

0.6-0.8

 

 

 

2

 

მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი)

ფესვის სიდამპლე Ophioblus graminis და ღეროს სიდამპლე Stenocarpella maydis, სიმინდის ბუშტოვანი გუდაპშუტა Ustilago maydis, ჰელმინტორიოზი Helmintothosporium turcicum, ფუზარიოზი Fusarium moniliforme

 

 

0.4-0.5

 

 

2

 

 

პომიდორი, კარტოფილი

ანთრაქნოზი Colletotrichum coccodes, შავი ობი, ფიტოფტოროზი Alternaria alternata, სიდამპლე Phytopthora spp, ალტერნარიოზი სილაქავე Alternaria solani, ნაცარი Oidiopsis sicula, ნეკროზული სილაქავე Septoria lycopersici, მეწამული, მოწითალო სილაქავე Corynespora cassiicoa

 

 

 

0.3-0.5

 

 

 

-

სოი, ლობიო

ასკოხიტოზი Ascochyta sojaecola, პერენოსპოროზი Perenospora manshurica

0.5

2

 

მზესუმზირა

ალტერნარიოზი (ადრეული მშრალი ლაქები), მუქი ყავისფერი ლაქები (ფომოფსისი), ფომოზი (შავი ლაქები)

 

0.6-0.75

 

2

 

ხახვი, ნიორი

ალტერნარიოზი Alternaria alternate, ჭრაქი Erysiphe spp, კლადოსპორიოზი, პერენოსპოროზი Peronospora manchurica

 

0.8-0.9

 

1

 

 

 

 

 

 

ციტრუსი

კიბო Alternaria alernata, ფოთლების კიბო და სილაქავე Altrenaria citri, ცერკოსპორა - ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ლაქები Cercospora spp, ციტრუსოვვანი სიდამპლე Diplodia natalensis, ფოთლების მოყვითალო ყავისფერი სილაქავე Mycosphaerella citri, მალანოზი, ფოთლების მოწითალო-მოყავისპრო სილაქავე Diaporthe citri, ციტრუსოვანთა ობი Penicillium decays, მწვანე ობი, შავი ობი, ლურჯი ობი Penicillium spp, ფესვის სიდამპლე Phomopsis citri, შავი სილაქავე Colletotrichum acutatum, ჭრაქი Erysiphe spp, ციტრუსოვანთა ქეცი Elsinoe Fawcett ii

 

 

 

 

 

 

0.6-0.8

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

ნუში, თხილი, კაკალი, ფისტა

ნაყოფის სიდამპლე Alternaria alernata, ანთაქროზი Colletotrichum acutatum, Glomere lla cingulate, სიდამპლე Anisogramma anomale, ფიტოფტოროზი Alternaria alternata, ქეცი Cladosporium carpophilum, ყავისფერი (ნეკროზული) სილაქავე Septoria pistaciarum, ალტერნარიოზი  Alternaria alternate, კიბო Botryosphaeria dothidea, თეთრი სილაქავე  septoria spp

 

 

 

 

0.3-0.6

 

 

 

 

2

 

მარწყვი

ალტერნარიოზი Alternaria alternate, კიბო Botryosphaeria dothidea, თეთრი სილაქავე septoria spp, ანთრაქნოზი Colletotrichum fragariae, ნაცარი Sphaerotheca macularis

 

0.35-0.6

 

2

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

 უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;

პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

შეფუთვა ფასი
0.25 ლ 100 ლ

მსგავსი პროდუქცია