პრევექსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

პრევექსი

პროპამოკარბ ჰიდროქლორიდი - 722 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

წყალში ხსნადი პრეპარატი

ღირებულება

60.00

აირჩიე: 0.25 კგ 0.5 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

პომიდორი, კიტრი

პრევექსი არის ორგანული მოქმედი ნივთიერების მქონე სისტემური ფუნგიციდი, რომელსაც გააჩნია სპეციფიკური აქტივობა ნაცრისა და სიდამპლის გამომწვევი სოკოების წინააღმდეგ, რომლების აავადებენ თესლებს, ღეროებს, ფოთლებსა და ნაყოფს. ძირითადად გამოიყენება კიტრის (ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი), ჩითილების (პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, წიწაკა, ბადრიჯანი), საზამთროს, ნესვის კულტურებში. პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ნიადაგური შეტანის დროს (ნიადაგის მორწყვის) შემთხვევაში იგი სწრაფად შთაინთქმება ფესვების მიერ და აკროპეტალურად (ქვემოდან - ზემოთ) გადანაწილდება მთელს მცენარეში, ხოლო ფოთლოვანი შესხურებისას იგი სწრაფად შთაინთქმება ბაგეებიდან ფოთოლში და ისე გადანაწილდება მცენარეზე. სისტემური მოქმედების ფუნგიციდს აქვს როგორც დამცავი, ასევე პროფილაქტიკური ეფექტი. პროპამოკარბის ჰიდროქლორიდი არღვევს მემბრანული სტრუქტურების ბიოსინთეზს ანელებს და აფერხებს, სპორების აღმოცენებას და მიცელიუმის განვითარებას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • თავსებადია ბევრ პესტიციდთან გარდა ძლიერი ტუტე და სპილენძის შემცვლელ პრეპარატებთან;
  • დაავადებებისგან დაცვის ხანგრძლივი ეფექტი;
  • იცავს მცენარეს (ფესვს, ღეროს, ყლორტს, ფოთოლს, ნაყოფს) სრულად;
  • მრავალმხრივი სისტემური მოქმედება;
  • აქტიური ზრდის სტიმულატორი;
  • დამუშავების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-25°C;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • გამოყენებამდე რეკომენდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადამოწმდეს ქიმიური და ბიოლოგიური თავსებადობა;
  • მოიხსენით პერსონალური დამცავი მოწყობილობა შემდეგი თანმიმდევრობით: ხელიდან მოხსნის გარეშე დაიბანეთ ხელთათმანები 5%-იანი სოდის ხსნარით, მოიხსენით სათვალე, რესპირატორი, ჩექმები და სპეცტანსაცმელი; გარეცხეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ რესპირატორს და სათვალეებს, ხელთათმანები ხელახლა გარეცხეთ საპნით და მოიხსენით;
  • არ შეისუნთქოთ წყლის ორთქლი შესხურებისას;
  • პრეპარატთან მუშაობისას არ გქონდეთ კონტაქტი კანთან და თვალებთან;
  • სამუშაო ხსნარი უნდა მომზადდეს შესხურების წინ;
  • პრეპარატით დამუშავება უნდა დაიწყოს ინფექციის გამოჩენამდე, ხელსაყრელ ამინდობრივ პირობებში;
  • წინააღმდეგობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, მისი წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მედიკამენტები უნდა მონაცვლეობდეს სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ფუნგიციდებთან;
  • გრუნტის დამუშავება უნდა ჩატარდეს წვიმამდე 2-3 საათით ადრე;
  • მოერიდეთ სამუშაო ხსნარის მიღებას მეზობელ კულტურებზე;
  • რეკომენდებულია ჩითილების გადარგვამდე ნიადაგის მომზადება 2 – 3 დღით ადრე;

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) გამოყენების ხერხი, ხარჯვის ნორმა
პომიდორი, კიტრი (ღია და დახურულ გრუნტში) ფესვის სიდამპლე, ჭრაქი  Sclerotinia Sclerotiorum, Phytopthora Capsici 2 - (2) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2% სამუშაო ხსნარით. 500 ლ წყალში. ნიადაგის შესხურება დათესვის შემდეგ 0.25% სამუშაო ხსნარით ჩითილების მორწყვა გადარგვის შემდეგ 0.15% სამუშაო ხსნარით.
საზამთროს, სალათის, წიწაკის,კომბოსტოს, ბადრიჯნის ჩითილები ფესვის ღეროს სიდამპლეები  Erisyphe cihorachearum, alternaria solani, pfoma lingam, Pectobacterium carrotovorum 2-4 3 (2) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2% სამუშაო ხსნარით. 500 ლ წყალში. ჩითილების მორწყვა გადარგვის შემდეგ 0.15% სამუშაო ხსნარით 3-4 კვირის ინტერვალით.

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

 უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.25 კგ 60 ლ
0.5 კგ 55 ლ

მსგავსი პროდუქცია