პენტოსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

პენტოსი

პენკონაზოლი 100 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

80.00

აირჩიე: 0.25 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თხილი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ნაცარი

ბრენდი

Zhejinang Heben, ჩინეთი

მაღალეფექტური ფუნგიციდი პენტოსი გამოიყენება ვაზის, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის, ბოსტნეულის, დეკორატიული კულტურების, კენკროვნების ნაცროვანი დაავადებებისგან დასაცავად. პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან. პრეპარატს არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა და არ არის რეზისტენტული მცენარეებისთვის (არ იწვევს შეჩვევას).

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს გააჩნია სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება. პესტიციდი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას. პენკონაზოლი თრგუნავს სტეროლების ბიოსინთეზს. მოძრაობს აკროპეტალურად (ზემოდან ქვემოთ გადაადგილდება) და თრგუნავს ინფექციას სპორების ზრდის პერიოდში,  ის აღწევს მცენარის ქსოვილში, მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • გამოიყენება ნებისმიერ კულტურაზე, სადაც ნაცრის პრობლემაა;
  • პრევენციული გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა;
  • იცავს მცენარის ყველა ნაწილს და გააჩნია ხანგრძლივი სისტემური მოქმედება;
  • აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს;
  • სწრაფად შეიწოვება, რაც ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას;
  • ინარჩუნებს მაღალეფექტურობას ჰაერის მაღალ ტემპერატურაზე;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • სამუშაო სითხის მოქმედების სიჩქარე დამოკიდებულია კულტურის განვითარების ფაზაზე და დაავადების განვითარების ხარისხზე;
  • პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ოთახში 0°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე;
  • შესაწამლად გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა და ტანსაცმელი;
კულტურა დაავადება ხაჯვის ნორმა (ლ/ჰა; კგ/ჰა) გამოყენების ხერხი,დრო,გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი,გამოყენების ჯერადობა
კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) ნაცარი (Erysiphe cichoracearum f. cucurbitacearum, Sphaerotheca fuliginea.f.cucumis.),ნაცარი (Erysiphe cichoracearum f.cucurbitacearum, Sphaerotheca fuliginea.f.cucumis.) 0.15 0.25-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,0.25% სამუშაო ხსნარით

20(2)

3(3)

ვაშლი ნაცარი (Podosphaera leucotricha Salm) 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(4)
ვაზი ნაცარი (Uncinula nevator Burril.) 0.15-0.25 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.15-0.025% სამუშაო ხსნარით 21(3)
ატამი ნაცარი (Sphaerotheca pannosa Lev.var. percicae Woronich) 0.5-1 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.15-0.025% სამუშაო ხსნარით 20(4)
მარწყვი ნაცარი (Sphaerotheca pannosa Lev.var. percicae Woronich) 0.3-0.5 შესხურება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ 0.05% სამუშაო ხსნარით -(2)
შავი მოცხარი ამერიკული ნაცარი (Sphaerotheca) 0.2-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.25%-0,05% 20(4)
შავი მოცხარი (სადედე) ნაცარი (Sphaerotheca pannosa f.rosae) 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% 20(4)
ჟოლო მეწამული ლაქიანობა, (Coniothyrium wernsdorffiae) ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea) 0.3-0.6 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% -(2)
ალუბალი (სადედე) კოკომიკოზი 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% -(2)
თხილი,კაკალი ნაცარი (Sphaerotheca pannosa f.rosae) 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% 20(3)

ვარდი,მიხაკი,ქოთნის ყვავილები

ნაცარი (Sphaerotheca pannosa f.rosae), ჟანგა (Phragmidium subcorticum (Schr.) 0.4-1 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% 14(3-4)
სამკურნალო მცენარეები ნაცარი (Sphaerotheca pannosa f.rosae), ჟანგა (Pharagmidium subcorticium) 0.15-0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიდოში 0.05-0.1% (2)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.25 ლ 80 ლ

მსგავსი პროდუქცია