კლიპი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

კლიპი

ემამექტინ ბენზოატი 50 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში ხსნადი გრანულები

ღირებულება

150.00

აირჩიე: 0.1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, ტკიპები

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

ინსექტიციდი კლიპი გამოიყენება ფარულად მცხოვრები პეპლების, მატლების (მენაღმე ჩრჩილების) წინააღმდეგ საბრძოლველად. კლიპს ახასიათებს უნიკალური მოქმედება ქერცლფრთიანების მიმართ, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ანტირეზისტენტულ  პროგრამაში. მაღალი ხარისხის ინსექტიციდი, გრანულების სახით, გამოიყენება ბოსტნეულის, ხილისა და კენკროვანი კულტურებისთვის, მწერებისა და მათი ლარვების ფართო სპექტრის გასანადგურებლად.

მოქმედების მექანიზმი:

დამუშავებიდან ორი საათის განმავლობაში ის მთლიანად აღწევს ფოთოლში და მცენარის ქსოვილებში წარმოქმნის ემამექტინ ბენზოატის შემცველ რეზერვუარებს, რის გამოც პრეპარატში შემავალი ნივთიერება მოქმედებს მწერის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს კუნთების მოდუნებას. შესხურებიდან 1 - 4 საათში მწერი წყვეტს მოძრაობასა და კვებას,  ხოლო 1 – 4 დღეში საბოლოოდ იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილებში, მას არ გააჩნია სისტემური ეფექტი.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • დამცავი ეფექტი 10 – 15 დღე;
  • მატლი იღუპება მანამ, სანამ ნაყოფში შეღწევას მოასწრებს;
  • გამოიყენება ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებებში;
  • პრეპარატი მაღალეფექტურია, როგორც დიდი რაოდენობის ნალექების ასევე, მაღალი ტემპერატურის დროსაც;
  • უსაფრთხოა ენტომოფაგების მიმართ, გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ;
  • ხანმოკლე ლოდინის პერიოდი (4 – 7 დღე);
  • გამოიყენება როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში;
  • მზის სხივების ზემოქმედებით, მცენარის  ზედაპირზე პრეპარატი სწრაფად იშლება;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური, თუ დაცულია გამოყენების წესები;
  • არ არის რეკომენდებული ტუტე რეაქციის პესტიციდებთან ერთად გამოყენება;
  • არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ფუნგიციდებთან;
  • თავსებადია სხვა პესტიციდებთან, თუმცა უმჯობესია შერევამდე გადამოწმება;
  • სამუშაო სითხე მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც რეკომენდებულია მცენარეთა დაცვის სამუშაოებისთვის;
  • პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციების გათვალისწინებისას, არ არსებობს რეზისტენტობის გამოვლენის საფრთხე;
  • პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას, ტემპერატურა (-5°С-დან +35°С-მდე);

 

 

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა კგ/ჰა
გამოყენების ვადა
ვაზი ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.) 0.25 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
მავნებლის ყოველი თაობის წინააღმდეგ
პომიდორი
(ღია
გრუნტი)
ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranycus telarius L.),
სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum Westw.)
0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
მავნებლის გამოჩენისთანავე 7-14-დღიანი
ინტრევალით. ხარჯვა 400-1000 ლ/ჰა
კიტრი
(ღია და
დახურულ
გრუნტში)
ბუგრი. ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.),
სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum Westw.)
0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
7-დღიანი ინტერვალით.
ხარჯვა 1800 ლ/ჰა
საზამთრო
ნესვი
ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.), აბლაბუდიანი ტკიპა
(Tetranycus telarius L.), თრიფსები (Thrips gossipicola, Thrips leucadophilus), ფოთლის მენაღმე ჩრჩილი (Lyonetia clerckella L.)
0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
მავნებლის გამოჩენისთანავე 7-დღიანი
ინტერვალით.
ხარჯვა 500-800 ლ/ჰა

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.1 კგ 150 ლ

მსგავსი პროდუქცია