მთავარი | ინსექტიციდები | ჰექსაგონი
ჰექსითიაზოქსი 5 %
პრეპარატული ფორმაჰექსაგონი არის არასისტემური აკარიციდი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედებით, რომელიც გამოირჩევა კარგი ტრანსლამინალური აქტივობით. მას აქვს ოვიციდური, ლარვაციდული და ნიმფაციდური მოქმედება. მისი მოქმედება ვრცელდება მრავალი სახეობის ტკიპებზე, როგორებიცაა: ციტრუსის წითელი ტკიპა(Panonychus citri), ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae),
ბაღის აბლაბუდიანი ტკიპა(Eotetranychus ssp), რომლებიც აზიანებენ ვაზს, ციტრუსს, ხეხილს და ბოსტნეულს.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ჰექსითიაზოქსი მიეკუთვნება თიაზოლიდინონების კლასს, მას აქვს ძლიერი ოვიციდური თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იდიალურად ებრძვის ტკიპების კვერცხებს და ახალგაზრდა თაობას, მაგრამ მას ახასიათებს დაბალი ტოქსიკურობა ტკიპების ზრდასრული ფაზისთვის, თუმცაღა აფერხებს კვერცხის დების პროცესს, ამიტომ რეკომენდირებულია ყველა კულტურა დამუშავდეს, მანამდე სანამ მავნებელი მიაღწევს ზრდასრულ ფაზას.
ჰექსანი უნიკალურად მოქმედებს, როგორც დროებითი რეპროდუქციის ინჰიბიტორი, რაც აფერხებს ემბრიონის განვითარებას, ახალ გამოჩეკილი კვერცხები ძალზედ მგრძნობიარეა, პრეპარატის შეხურებით ებრძვის მისი განვითარების პროცესს და ადვილად კვდებიან, ხოლო ადრეულ ნიმფური სტადიები კონტროლდება უშუალოდ კანზე კონტაქტით ან დამუშავებული მცენარის ზედაპირიდან კონტაქტით.
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების პერიოდი |
ლოდინის პერიოდი (დამუშავების ჯერადობა) |
ვაზი |
1,5 |
ტკიპების ძირითადი სახეობები |
მავნებლის განვითარების ადრეულ ფაზაში |
30 (2) |
ციტრუსი |
1,5-2,5 |
ტკიპების ძირითადი სახეობები |
მავნებლის განვითარების ადრეულ ფაზაში |
30 (2) |
ვაშლი, მსხალი |
1,6-2,0 |
ტკიპების ძირითადი სახეობები |
მავნებლის განვითარების ადრეულ ფაზაში |
30 (2) |
ნუში, ფისტა |
1,6-2,0 |
ტკიპების ძირითადი სახეობები |
მავნებლის განვითარების ადრეულ ფაზაში |
30 (2) |
პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი |
1,5 |
ტკიპების ძირითადი სახეობები |
მავნებლის განვითარების ადრეულ ფაზაში |
30 (2) |
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
· პრეპარატს აქვს ძლიერი ოვიციდური მოქმედება;
· გამოირჩევა მაღალი შერჩევითობით,სწორად გამოყენების შემთხვევაში არ მოქმედებს მტაცებელ ტკიპებზე
· შესაძლებლია სხვა პესტიციდებთან შერევა;
· ადვილი ხსნადობა და კარგი მიმწებებლობა.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
მლ | ლ |