ვენტო

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ვენტო

პირიპროქსიფენი 100გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

100.00

აირჩიე: 5 ლ
დაავადება / მავნებელი

ფარიანები,ცრუფარიანები

ბრენდი

Lead Life Sciences, დიდი ბრიტანეთი

ვენტო უმაღლესი ხარისხის ინსექტიციდია, რომელიც განეკუთვნება მწერების ზრდა-განვითარების რეგულატორთა ჯგუფს. იგი წარმატებით გამოიყენება ისეთ კულტურებში, როგორიცაა კიტრი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ნესვი, კომბოსტო და ა.შ. ვენტო ეფექტურად მოქმედებს ფრთათეთრა ფარიანებისა და სხვა მავნებლების გასანადგურებლად.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

მისი გამოყენების შედეგად, მავნებლები კარგავენ კვერცხის დადებისა და გამრავლების უნარს, რაც მკვეთრად ზღუდავს მათ რეზისტენტობასა და ადაპტირებას გარემოში.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მავნე მწერებზე ზემოქმედებს სწრაფად და ხანგრძლივი ეფექტით;
  • გაჩნია მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა;
  • მოქმედების მაღალი სელექტურობა (პრეპარატი არ ახდენს ტოქსიკური   მოქმედებას ენტემოფაუნაზე);
  • არ არის რეზისტენტული (არ იწვევს შეჩვევას);
  • თავსებადია სხვა ჯგუფის პესტიციდებთან;
  • გააჩნია მოქმედების ფართო დიაპაზონი (კონტაქტისთანავე სპობს ყველა მავნებელს);

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პირიპროქსიფენი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების   მავნებელთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ;
  • თავდაპირველად, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს მიწის ნაკვეთის   მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს   აზიანებენ;
  • პესტიციდის გამოყენებაბდე, დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას;
  • პირიპროქსიფენი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდია,  რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. ის თავსებადია სხვადასხვა ჰერბიციდებთან და ფუნგიციდებთან;

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰ)  გამოყენების დრო,ხერი, თავისებურება მოსავლის აღებამდე გამოსაყენებელი ინტერვალი (PH) დამუშავებულ ფართობზე სამუშაოების დაწყების დრო
კიტრი,პომიდორი ჩრჩილი, სათბურის ფრთათეთრა 0.5 შესხრურება ვეგეტაციის პერიოდში მავნეობის ზღვრის მიხედვით 3 დღე 3(-)
ვაშლი, მსხალი,ატამი, ქლიავი კალიფორნიის ფარიანა, ფარიანები 0.5-1.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნეობის ზღვრის მიხედვით 21 დღე 7(3)
საზამთრო,ნესვი, კომბოსტო ფრთათეთრა რწყილები 0.5-0.75 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნეობის ზღვრის მიხედვით 14 დღე 7(3)
ციტრუსები ფარიანები 3-4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნეობის ზღვრის მიხედვით 30 დღე 7(3)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
5 ლ 100 ლ

მსგავსი პროდუქცია