მთავარი | ფარიანები,ცრუფარიანები | ულტრატოქსი
თიაკლოპრიდი 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულებაულტრატოქსი ახალი თაობის მაღალეფექტური სისტემური მოქმედების, ნეონიკოტინოიდური ჯგუფის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ:
ვაშლში-ნაყოფჭამიების,ბუგრების,კოკრიჭამიების,ხერხიების წინააღმდეგ, კიტრში- ბუგრების კომპლექსის წინააღმდეგ; ვენახში - ყურძნის ჭიის წინააღმდეგ, კარტოფილში კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ.
ულტრატოქსი თავსებადია სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან. რეზისტენტობა (შეგუება) არ დაფიქსირებულა. უვნებელია სხვადასხვა კულტურისთვის.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
პრეპარატი ადვილად შეიწოვება ფოთლების გზით და გადანაწილდება მთლიან მცენარეზე. იგი ეფექტურად აკონტროლებს ფარულად მცხოვრებ, როგორც მწუწნ, ასევე მღრღნელ მავნებლებს. თიაკლოპრიდის მოქმედება ეფუძნება ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევას, რაც ნიკოტინ-აცეტილქოლინის რეცეპტორებთან შეკავშირების შედეგია, საბოლოოდ მათ უვითარდებათ დამბლა და კრუნჩხვები, რაც იწვევს მავნებლის განადგურებას. წამლის უნიკალური თვისებების გამო, იგი ძლიერ მდგრადია წვიმისა და მზის გამოსხივებით ჩამორეცხვის მიმართ, რჩება მოსავლის ფოთლის ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში, განუწყვეტლივ აღწევს მცენარეში და უზრუნველყოფს მავნებლების ხანგრძლივ კონტროლს.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- დამცავი მოქმედების ხანგრძლივი გარანტირებული პერიოდი (30 დღემდე);
- იდეალური საშუალებაა ყვავილის ხოჭოებისგან, ფოთლის ჭიებისგან და სხვა ყველაზე საშიში მავნებლებისგან დასაცავად;
- პირველი მკურნალობისთანავე მაღალეფექტურია;
- აქვს მოკლე ლოდინის პერიოდი - 10 დღე;
- მას აქვს მაღალი საწყისი ტოქსიკურობა. მავნე მწერების სიკვდილი ხდება გამოყენებიდან პირველივე საათებში;
- უვნებელია კულტურებისთვის;
- რეზისტენტობა (შეგუება) არ დაფიქსირებულა;
- ულტრატოქსი თავსებადია სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან;
- აქვს გამოყენების ფართო დიაპაზონი;
- პრეპარატი თანაბრად ფარავს მცენარეს და კარგად ნარჩუნდება. ასევე, სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება ფოთლის მთელ დიაპაზონზე;
- ეფექტურია დაბალი დოზების გამოყენების დროსაც;
- არ აზიანებს სასარგებლო მწერებს და უვნებელია გარემოსთვის;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა ლ/პა |
ლოდინის პერიოდი. დღე |
ვაზი | ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.) | 0.2 | 20(2) |
ვაშლი, მსხალი |
ნაყოფჭამია, ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonella L.), ყვავილჭამია,ვაშლის ყვავილჭამია (Scolytus mali) |
0.2-0.3 | 30(2) |
ატამი | ბუგრები, ნაყოფჭამიები | 0.2-0.3 | 30(2) |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.) | 0.08-0.1 | 20(2) |
კიტრი | ბუგრები, ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.) | 0.06 | 20(1) |
კომბოსტო | ბუგრები (Aphis gossypii Glow.) | 0.06 | 20(1 |
ციტრუსი | ცრუფარიანები, ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა (Chloropulvinariaaurantii Ckll.), ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანა (Iceria purchasi Mask.), ციტრუსოვანთა ფქვილისებრი ცრუფარიანა (Pseudococcus gahani Green.),რბილი ცრუფარინა (Coccus hesperidumL.), ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანა (Ceroplastes sinrnsis G), მიხაკისფერი ფარიანა (Chrysompalus dictyospermi Morg.),ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა (Aoniniellacitrina Coq.), იაპონური ჩხირისებრი ფარიანა (Lopholeucaspis japonica Ckll.), ნარინჯოვანთა მძიმისებრი ფარიანა (Lepidosphes beckiiNewman.), ნარინჯოვანთა ჩხირისებრი ფარიანა (Lepidosphes gloveri Pack.), ბუგრები, ნარინჯოვანთა ბუგრი (Toxoptera aurantii BoyerFons.), ციტრუსოვანთა ფრთათეთრა (Dialeurodes citriRiley et How.) |
0.4-0.5 | 30 (3) |
გამოყენების ინსტრუქცია;
- პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
- თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
- პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
- პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
- პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
- პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
- ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
- პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
- ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
- არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
- ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
- რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
- ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
- შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
- ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
- პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
- პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
- ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
- რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
- დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
- კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
- როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 100 ლ |