ლოკ-5

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ლოკ-5

ლამბდა - ციჰალოტრინი 50 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

30.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

თხილი, ნუში

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

ლოკ 5 პირეტროიდული ინსექტიციდია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების ფართო სპექტრისგან დასაცავად. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, ვაშლის, თხილის, კარტოფილის, სიმინდის, პომიდვრისა და ლობიოს მავნებელთა წინააღმდეგ. გამოიყენება აგრეთვე საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და სასაწყობე შენობა - ნაგებობების დეზინფექციისათვის. პრეპარატი მაღალეფექტურია როგორც მწუწნი, ასევე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი:

ლამდა-ციჰალოტრინი მავნებლის ორგანიზმში კონტაქტურ-ნაწლავური გზით ხვდება. ის მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე, არღვევს უჯრედის მემბრანების გამტარიანობას, ბლოკავს ნატრიუმის არხებს, რაც იწვევს მწერების სიკვდილს. უზრუნველყოფს მავნებლების სწრაფ განადგურებას (დამუშავებიდან არანაკლებ 24 საათში). მას აქვს გვერდითი ეფექტი ტკიპებისა და ლარვების მიმართ აფერხებს, მათ განვითარებას, ხელს უშლის მათი რაოდენობის ზრდას. ლამბდა-ციჰალოტრინის შემცველ პრეპარატებს აქვთ სწრაფი საწყისი ტოქსიკურობა  შედეგად, აქვთ ხანგრძლივი დამცავი ეფექტი მცენარის ზედაპირებზე.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • აქვს მაღალი საწყისი ეფექტურობა — ,,ნოკდაუნის ეფექტი“. მავნებლების სიკვდილი დგება 30 წუთის შემდეგ;
  • დაბალი ხარჯვის ნორმა და მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა;
  • დაბალი ხარჯვის ნორმა არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში;
  • სწრაფი რეპელენტური მოქმედება, აფრთხობს მწერებს და ხელს უშლის მცენარეზე ხელმეორედ გამრავლებას;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან;
  • პრეპარატი ადვილად იშლება;
  • არ მოქმედებს გარემოზე;
  • პრეპარატი მაღალეფექტურია და ახასიათებს დაბალი საჰექტრო დანახარჯი;
  • დამცავი მოქმედების პერიოდი 2-3 კვირაა;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • რეზისტენტობის რისკის შესამცირებლად, პრეპარატი გამოიყენეთ რეკომენდებული დოზებით და მონაცვლეობით სხვა კლასის ნაერთების ინსექტიციდებთან;
  • დამუშავება უნდა მოხდეს სპეციალური აღჭურვილობით;
  • აუცილებელია, მცენარის ღერო და ფოთოლი სრულად დაიფაროს სამუშაო ხსნარით;
  • ეფექტურია მისი გამოყენება, როდესაც მავნებლის რაოდენობა აღწევს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზღვარს მცენარეზე;
  • შესაძლებელია მისი კომბინირება სხვა ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან;

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/ჰა
ვაზი ფოთლიხვევიები, ტკიპები, ბუგრები. ვაზის ფოთოლხვევია (Sparganothis pilleriana Schiff.), ვაზის წითელი ტკიპა (Brevipalpus jevisi Mc.Gr), ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა (Eriophyes vitis Nal.), ვაზის ბუგრი (Viteus vitifoliae) 0.2-0.3
თხილი თხილის ცხვირგრძელა (Curculio nucum) 0.5
ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია (Caprocapsa pomonella), ვაშლის ბუგრი (Eriosoma lanigerum Hausm). 0.3-0.5
სიმინდი სიმინდის ფარვანა (Ostrinia nubilalis) 0.3-0.5
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata),
კარტოფილის ბუგრი (Aulacorthun solani)
0.4
პომიდორი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata),
პომიდვრის ბუგრი (Aphis gossypii)
0.5
ლობიო მემარცვლიები, ბუგრები. ლობიოს მემარცვლია
Acanthoscelides oblectus Say.), ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glow.)
0.15- 0.3

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში:

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 30 ლ

მსგავსი პროდუქცია