მისტი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მისტი

თიომეთოქსამი 250 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში დისპენსირებადი გრანულა

ღირებულება

200.00

აირჩიე: 0.01 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

ნეონიკოდინების ქიმიური ჯგუფის ინსექტიციდი მისტი მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ გამოიყენება: კოლორადოს ხოჭოს, ფარიანების, ბუგრების, ფრთათეთრების, თრიფსების და სხვა. პრეპარატი გამოიყენება ხორბლის, ქერის, კარტოფილის და მრავალი სხვა ბოსტნეულის, ხილისა და ყვავილოვანი კულტურების მავნებლების წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი:

აქტიური ნივთიერება სწრაფად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ქსილემის (მისი ძირითადი ფუნქციაა წყლის გადატანა ფესვებიდან ღეროებზე და ფოთოლზე, ასევე გადააქვს საკვები ნივთიერებებიც) მეშვეობით ზრდის წერტილებამდე, რომელიც იცავს მთელ მცენარეს. მას აქვს კონტაქტური ეფექტი მავნებელზე - როდესაც ობიექტი უშუალოდ შედის კონტაქტში პრეპარატის სამუშაო ხსნართან, ასევე ე.წ. ,,კუჭის“ ეფექტი - როდესაც მავნებელი იკვებება დამუშავებული მცენარეებით. თიამეთოქსამი ზემოქმედებს მავნებლის ნერვული სისტემის ნაწილებზე, რომელიც  პასუხისმგებელია მწერების კვებაზე. შედეგად მავნებელი წყვეტს კვებას, კარგავს მოძრაობის უნარს და კვდება. დამუშავებიდან 30 წუთში მწერი წყვეტს კვებას, ხოლო 24 საათში სრულად ნადგურდება. ინსექტიციდის აქტიურ ნივთიერებას, თიამეთოქსამს, აქვს სასარგებლო ეფექტი მცენარეებზე, ზრდის სპეციფიკური ფუნქციური ცილების დონეს და აქტივობას, რაც დადებითად მოქმედებს კულტურათა დამცავ თვისებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მცენარე უკეთ ვითარდება და  არასასურველ გარემო ფაქტორებს უმკლავდება.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მისტი თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან;
  • დაცვითი ხანგრძლივობა 14 – 28 დღე;
  • აქვს გამოყენების ფართო სპექტრი;
  • სისტემური მოქმედება ნიადაგში შეტანისას;
  • ტრანსლამინური მოქმედება მცენარეებზე შესხურებისას;
  • მავნებლების კვების უნარის სწრაფი დათრგუნვა;
  • პრეპარატი ეფექტურია მაღალ ტემპერატურაზე;
  • ეფექტურია ფარულად მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ;
  • რეკომენდებული ნორმებით გამოყენების შემთხვევაში ფიტოტოქსიკურობა გამორიცხულია;
  • თიამეთოქსამს  აქვს სამი უნიკალური თვისება: წყალში ხსნადია, ნიადაგში მოხვედრისას ადვილად იშლება და ხდება მცენარის მიერ პრეპარატის ნიადაგიდან შეწოვა, რაც მნიშვნელოვანია  მავნებლების სრული კონტროლისთვის;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ოთახში -10°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე;
  • შესხურება ტარდება დილით, ან საღამოს საათებში, მშვიდ ამინდში, რაც ხელს უშლის წამლის მეზობელ კულტურებზე გადატანას;
  • შესხურების შემდეგ კარგად გაწმინდეთ აპარატურა;
  • სამუშაოს ჩასატარებლად გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა;

 

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.
დღე
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.)
მავთულა ჭიები (კვალის შესხურება დარგვის დროს)
0.06-0.08
0.6
14
ხახვი ხახვიs buzi (Hylemyia antiqua),
თამბაქოs Trifsi (Trips tabazi)
0.1 10
კიტრი, პომიდორი
ბადრიჯანი, წიწაკა
ბუგრები, ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.), ფოთლისბუგრი
(Macrosiphum euforbiae), ატმის მწვანე ბუგრი (Myzodes persicae)
0.1-0.2 3
ვარდი ბუგრები, ვარდის ბუგრი (Macrosiphum rosae L.), ვარდის ანუ
სათბურის თრიფსი (Heliothrips haemorrhoidalis Bouche.)
0.1-0.4 14
ხორბალი ჭია-წურბელა (Lema melanopus L),
მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.)
0.07 30
სამარცვლე პარკოსნები მემარცვლიები, ბარდას მემარცვლია (Bruchus pisorum L.) , ლობიოსმემარცვლია (Acantoscelides obtectus Say.), ცერცვის მემარცვლია (Bruchus rufimanus Boh), ოსპის მემარცვლია (Bruchus lentis Frol.), ბუგრები, იონჯის ბუგრი (Aphis cracivora Koch.) 0.1 15

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

 

 

შეფუთვა ფასი
0.01 კგ 200 ლ

მსგავსი პროდუქცია