მალაფოსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მალაფოსი

მალათილინი 500 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

1.50

აირჩიე: 1 ც
დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, ფარიანები,ცრუფარიანები, კალიები

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

მალაფოსი მაღალეფექტური მოქმედებისფართო სპექტრის გამოყენების ინსექტიციდია მწუწნი მწერების, ტკიპების, ფარიანების, ცრუფარიანების, ხერხიების და სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სხვა მავნებლების წინააღმდეგ. მაღალეფექტურია ბუზების და კოღოების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

მალათილინი ზოგადი დანიშნულების ინსექტიციდია, რომლის გამოყენება რეკომენდებულია ბოსტნეული კულტურებისთვის, ბაღჩეული კულტურებისთვის (საზამთრო, ნესვი), მზესუმზირისთვის, ხეხილისთვის, ვაზისთვის, ასევე საძოვრებისა და მწვანე ნარგავობების შესაწამლად. პრეპარატით დამუშავებული მცენარის ზედაპირზე მავნებელი განიცდის სწრაფ ქიმიურ და ფერმენტულ დაშლას. მალათიონის გამოყენება შესაძლებელია ჩაუტვირთავ სასაწყობე შენობებსა და საწარმოებში. პრეპარატი 20°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გამოყენებისას საუკეთესოდ მუშაობს. კულტურათა შეწამვლისას აუცილებელია კარგად დაიფაროს მცენარის ფოთლები.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

ü    გააჩნია ძალიან მაღალი საწყისი და სიღრმული ეფექტი;

ü    მოქმედების ფართო დიაპაზონი (კონტაქტის შემთხვევაში სპობს ყველა მავნებელს);

ü    დამუშავებული მცენარის ზედაპირზე სწრაფად იშლება ქიმიურად და ფერმენტულად;

ü    ეკოლოგიურად გამართლებულია;

ü    აქვს ლოდინის მოკლე პერიოდი;

ü    მცენარეზე უარყოფითად არ მოქმედებს;

ü    მისი გამოყენება რეკომენდებულია ვეტერინარიაში ცხოველთა და ფრინველთა ეგზო და ენდო პარაზიტების წინააღმდეგ;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

ü    პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური, თუ დაცულია გამოყენების   წესები;

ü    თავსებადია სხვა პესტიციდებთან, თუმცა უმჯობესია შერევამდე გადამოწმება;

ü    სამუშაო სითხე მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც რეკომენდებულია მცენარეთა დაცვის სამუშაოებისთვის;

ü    პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციების გათვალისწინებისას, არ არსებობს რეზისტენტობის გამოვლენის საფრთხე;

ü    პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას;

 

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.
დღე
ვაშლი, მსხალი ბუგრები, ფოთოლხვევიები, ხერხიები მზომელები, ჩრჩილები, ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები, ვაშლის ბუგრი (Aphis pomi Deg.), მრავალჭამიაფოთლიხვევია (Tortrix politiana Hw.), ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonellaL), მსხლის ფოთლის ხერხია (Neurotoma flaviventris Rets.), მსხლის ნაყოფის ხერხია (Hoplocampa brevis KI.), ვაშლის ხერხია (Homplocampa testudinea Kl.), აბზინდას მზომელა (Boarmia selenaria
Schiff.), ვაშლის დიდი ცრუფარიანა (Palaeolecanium bituberculaium
Targ.), მსხლის წითელი ფარიანა (Epidiaspis leperii Sign.), ვაშლის მძიმისებრი ფარიანა (Lepidosaphes ulmi.), კალიფორნიის ფარიანა (Diaspidiorus (Quadraspidiotus) pernicisus Comst.), ხეხილის ბრტყელტანა ტკიპა (Cenopalpus pulcher Can. Et Fanz.), ხეხილის წითელი ტკიპა (Panonycus ulmi Koch.), კუნელის ტკიპა (Tetranycus vienensis Zacher.), ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychus pruniOud.),
ხეხილის მურა ტკიპა (Bryobia redicorzeviReck.), მსხლის ტკიპა (Eriophyes pyri Nal.), ვაშლის ჩრჩილი (Hyponomentra malinellus Zell.), ვაშლის მენაღმე ჩრჩილი (Lyonetia clerckella L.), ვაშლის ფსილა (Psylla mali Schidig.), მსხლის ფსილა (Psylla pyricola Forst.), კოკრიჭამია ცხვირგრძელა (Anthonomus pomorum L.)
1-1.2 20
ატამი, ბალი,
ალუბალი,
ქლიავი
ბუგრები, ნაყოფჭამიები, ხერხიები, ალუბლის ბუზი. ატმის დიდი ბუგრი (Pterochlorides persicaeHolodk.), ატმის ცრუფარიანა (Parthenolecanium persicae F.), ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychuspruni Oud.), ბურტყლა ბუგრი (Eriosoma lanigerum Hausm.), ქლიავის ყლორტებიანი გალებიანი ტკიპა (Aceria (Eriophyes)ploecoptes Nal.), ქლიავის ხერხია (Homplocampa minuta Christ.), ალუბლის ბუგრი (Myzus cerasi L.), ალუბლის რინქიტი (RhynchitesauratusScop.), ალუბლის ბუზი (Rhagoletis cerasi L.) 1-1.2 20
ვაზი ცრუფარიანები, ტკიპები, ფოთლიხვევიები, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococus citri Risso.), ვაზის ბალიშა ცრუფარიანა (Pulvinariavitis L.), იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria
imerertina Hud.), ვაზის ფოთლიხვევია (Sparganothis pilleriana Schiff.), ვაზის ნარინჯისფერი ტკიპა (BrevipalpusjevisiMc.Gr.), ვაზის გალებიანი ტკიპა (Eriophyes vitis Nal.), ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.)
1-1.2 20
პომიდორი
(ღია გრუნტი)
ტკიპები, ბუგრები, ფრთათეთრა, კარადრინა (Laphygma exigua Hb.), პომიდორის ჟანგა ტკიპა (Vasates lycopersici Massee.), (Tetranicus telarius L.,Tetrophagus tenuiclavus A.Z.), ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi
Glov.), აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranycus telarius L.), სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariurum Westw.)
0.6-1.2 20
კიტრი
(ღია გრუნტი)
ტკიპები, ბუგრები, ყლორტის ბუზი, ჟანგა ტკიპა (Vasates lycopersici Massee.), (Tetranicus telarius L.,Tetrophagus tenuiclavus A.Z.), ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.), აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranycus telarius
L.), სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariurum Westw.), ნესვის ბუზი (Myiopardalis pardalina Big.)
0.6-1.2 20
საზამთრო,
ნესვი
ნესვის ბუგრი, ბაღის ჭიამაია, ბუგრები, ტკიპები, ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipiGlov.), ნესვის ბუზი Myiopardalis pardalina Big., აბლაბუდიანი ტკიპა Tetranycus telarius L. 0.5 20
მზესუმზირა მზესუმზირას ბაღლინჯოები (Adelphocorus lineolatus, Lygus pratensis და Dolycoris baccarum),
მზესუმზირას ბუგრი (Astria)
0.6-0.8 20
სოიო,
არაქისი,ქინძი
ბუგრები, ტკიპები, ფოთლიჭამიები, ხვატარები, ხვატარი იფსილონი (Rhyacia (Agrotis ipsilon Rott.),პარკოსნების ხვატარი (Chloridea dipsacea L. Роhillіа japonica New.), ობობასნაირი ტკიპა (Tetranychus
witicae Koch.), სოიოს ბუგრი (Aulocorthum pelargonii Kalt.), სოიოს ნაყოფჭამია (Eucosma glycinivorella Motsch.)
1 20
საძოვრები კალიები, აზიური ანუ გადამფრენი კალია (Locusta migratoria L.),
 იტალიური კალია ანუ პრუსი (Calliptanus italicus L.), ამიერკავკასიის იტალიური კალია (Caliptanus tenuicercis T.rb.), უდაბნოს იტალიური კალია (Calliptanus barbarous cephalotes F.W.), მაროკოული კალია (Dociostraurusmarcoccanus Thnb.,) ეგვიპტური კალია (Anacridium aegyptium)
2.-2.5 20
ქამა სოკო
სამსხმოიარო კამერები
სოკოს ბუზები, კოღოები, ტკიპები, ბუზები
(LicoriasolaniV.,L. agrariaFelt), კოღოები (Lycoriellasolani Winn., L.auripila Winn., L.fucorum Frey., Bradisia frunnipes Meg.), ტკიპები (Tarsonemus myce-liophagus, Tyrophagus dimidiatus, T. put¬rescentiae)
0.5
(იატაკის და
კედლების შესხურებით)
 -

მწვანე ნარგაობა,
ფოთლოვანი და
წიწვოვანი ჯიშები
წიწვებისა და ფოთლების მღრღნელი მავნებლები. ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans Kugel.), ექვსკბილა ქერქიჭამია (Ips sexlentatus Boern.), ფიჭვის შავი ხარაბუზა (Monochomus galloproviviucialis OI.), ვერხვის პატარა ხარაბუზა (Saperda populnea L.), ალვის ხის ფოთლიჭამია (Melasoma populi L.), მოზამთრე ყლორტხვევია (Evetria buoliana Schiff.), ფიჭვის ღეროს ალურა (Dioryctria splendidella H.S), ფიჭვის ჩვეულებრივი ხერხია (Diprion pini L.), ზამთრის მზომელა (Operoptera brumata L.), ცქვლეფია მზომელა (Eramnis defoliaria l), ტირიფის პარკხვევია (Stilpnotia salicis L.), ნაძვის ფარიანა (Nuculaspis abiertis Scbr). 1.6  -

ფიჭვი,
ლარიქსი
ხერხიები, ფიჭვის ჩვეულებრივი ხერხია (Diprion pini L.) 0.9  -
ჩაუთვირთავი საწყობები,
შენობები,
საწარმოებები
მავნებლების შენახვის პერიოდში 0.8
მლ/მკვ
 -

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ც 1.5 ლ

მსგავსი პროდუქცია