აცეტამიპრიდი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აცე

აცეტამიპრიდი 200გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

100.00

აირჩიე: 0.1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

პომიდორი

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო, კალიები

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

აცეტამიპრიდი ახალი თაობის ნეონიკოტინოიდური ჯგუფის, სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელსაც სხვა ინსექტიციდებისგან განსხვავებით გააჩნია მოქმედების უნიკალური მექანიზმი. ეფექტურია ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორიცაა ბამბის ხვატარი, ბაღლინჯო, მავნე კუსებურა, კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჭიამაია, ფრთათეთრა, პურის ბზუალა. პრეპარატი გამოყენება შემდეგი კულტურების დასაცავად: კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ხორბალი.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

აცეტამიპრიდი ხასიათდება კარგი სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედებით, რის გამოც ის შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება მის ყველა ნაწილზე, ამიტომ პრეპარატის გამოყენების ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც. მავნებლები იღუპებიან წამალთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების დროს. პრეპარატის ინსექტიციდური მოქმედება ვლინდება მისი ზემოქმედებით მწერების ნერვულ სისტემაზე, გადაჭარბებული ნერვული აგზნება იწვევს მავნებლის დამბლას, რის გამოც ის საბოლოოდ იღუპება. მწერების სახეობიდან გამომდინარე, პრეპარატს აქვს ტოქსიკური მოქმედება მავნებლების განვითარების სხვადასხვა სტადიაზე: კვერცხებზე, ლარვებზე და ზრდასრულ მავნებლებზე.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • გააჩნია სისტემურ-კონტაქტური მოქმედების თვისება, იგი კარგად გადაადგილდება მცენარეში;
  • მოქმედების ახალი მექანიზმის გამო რეზისტენტობა (შეგუება) არ დაფიქსირებულა;
  • გააჩნია კარგი თერმოსტაბილურობა;
  • დაცვითი პერიოდი 14 – 21 დღე;
  • დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანების მიმართ;
  • თავსებადია მრავალ პესტიციდთან (გარდა ძლიერი ტუტეებისა);
  • იცავს მცენარეს ერთდროულად რამდენიმე სახეობის მავნებლისგან;
  • ფექტურია როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურაზე;
  • სხვა პესტიციდებთან კომბინაციაში არ კარგავს ეფექტურობას;
  • პრეპარატის გამოყენების შედეგი შესამჩნევია წამლობიდან ერთი საათის განმავლობაში;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • მიზანშეწონილია დამუშავების დაწყება მაშინ, როდესაც მავნებლების რაოდენობა გადააჭარბებს მავნებლობის ეკონომიკურ ზღვარს (გავრცელების მასშტაბებიდან და მავნებლის სახეობიდან გამომდინარე);
  • პრეპარატი უნდა გადაანაწილოთ მცენარის ფოთლის ზედაპირზე თანაბრად, კარგად მორგებული აღჭურვილობით;
  • სამუშაო ხსნარის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ  მთლიანად დაფაროს კულტურის მთელი ფოთლის ზედაპირი;
  • პრეპარატი გამოიყენება შესხურებით ვეგეტაციის პერიოდში (ყვავილობის დაწყებამდე, დასაწყისში, ყვავილობის დროს და ბოლოს);
  • გამოიყენეთ სუფთა წყალი უცხო მინარევების გარეშე;
  • ტემპერატურის ცვალებადობა და შენახვის ხანგრძლივობა უარყოფითად არ მოქმედებს პროდუქტზე;
  • მკვდარი მწერები შეინიშნება მეორე დღეს, ფოთლის ქვედა ნაწილზე ან მიწაზე;
  • მომზადებული ხსნარი, უნდა გამოიყენოთ ერთი დღის ვადაში (შემდგომ პრეპარატი კარგავს ეფექტურობას);

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.
დღე
პომიდორი, კიტრი
(ღია გრუნტი)
ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glow.), ბამბის ხვატარი (Heliothis obsoleta),
ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum West)
0.2-0.25 20(1)
პომიდორი, კიტრი
(დახურული გრუნტი)
  0.15-0.2 1(1)
ხორბალი ბაღლინჯო, მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.) 0.05-0.075 28(1)
ხორბალი პურის ბზუალა(Zabrus tenebriodes elongates Men.) 0.15-0.175 -1
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.) 0.025-0.03 28(1)
კარტოფილი კარტოფილის ჭიამაია (Phthrimaea operculella Zell.) 0.1-0.08 28(1)
საძოვრები, კალიებით დასახლებული მიწის ნაკვეთები, ველური მცენარეულობა კალიები, კუტკალია აზიური ანუ გადამფრენი კალია
(Locusta migratoriaL.), იტალიური კალია ანუ პრუსი (Calliptanusitalicus L.), ამიერკავკასიის იტალიური კალია (Caliptanus tenuicercis T.rb.), უდაბნოს იტალიური კალია (Calliptanus barbarous cephalotes F.W.), მაროკოული კალია (Dociostraurus marcoccanusThnb.), ეგვიპტური კალია (Anacridium aegyptium L.)
0.06-0.08 28(1)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

შეფუთვა ფასი
0.1 კგ 100 ლ

მსგავსი პროდუქცია