კომპანია ,,აგრონომი" "RIJK ZWAAN"-ის პარტნიორი გახდა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მარტი 11, 2022

კომპანია ,,აგრონომი" "RIJK ZWAAN"-ის პარტნიორი გახდა

შპს ,,აგრონომი" ჰოლანდიური კომპანიის, რაიკ ცვაანის (RIJK ZWAAN) პარტნიორი გახდა. რაიკ ცვაანის საქმიანობის მიზანია დედამიწის მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯანსაღი, ქორფა და უვნებელი ბოსტნეულის მიმართ. უკანასკნელ წლებში, საქართველოში, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით ზრდა სარეალიზაციო ბაზრებს აფართოებს, რადგან ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე მოთხოვნა დიდია ქვეყნის შიგნით და გარეთ. კომპანია ,,აგრონომი" საქართველოს ბაზარს ექსკლუზიურად აწვდის ჰოლანდიური კომპანია ,,რაიკ ცვაანის" (Rijk Zwaan) სათესლე მასალას. რაიკ ცვაანს სელექციის გზით გამოჰყავს ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, ჰიბრიდები და ჯიშები.  

კომპანიების, "RIJK ZWAAN" და ,,აგრონომი", წარმომადგენლობამ ლაგოდეხში, აგრონომის სერვის ცენტრში, ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს ჰოლანდიური კომპანიის საქმიანობისა და ქართულ ბაზარზე მისი პროდუქციის გამოყენების შესაძლებლობები გააცნეს. რაიკ ცვაანი ადგილობრივ ფერმერებს ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების გამორჩეულ ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია ,,რაიკ ცვაანი" მუდმივად აფართოებს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ასორტიმენტს, რადგან ხდება ექსპორტ-იმპორტის ინტენსიფიკაცია, სუპერმარკეტების ქსელების გლობალიზაცია, რაც ადეკვატურ მიწოდებაზე მოთხოვნას ქმნის. სავაჭრო ქსელების აქტიურმა გლობალიზაციამ წამოაყენა მოთხოვნები: ფასის, ხარისხის, გემოს თვისებების, დაავადებების მიმართ მედეგობის, მექანიზებული მოსავლის აღებისთვის ვარგისიანობის და ა.შ. მიმართ.

კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო შეიცვალა ეკოსისტემაც, გართულდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენით წარმოება, მაგ: ნიადაგის მარილიანობა, მავნებლების გაზრდილი რაოდენობა, წყლის რესურსების უკმარისობა, დაავადებების მიმართ რეზისტენტობა და სხვა. ეს გარემოებები ,,რაიკ ცვაანის" სელექციონერებისთვის მთავარი გამოწვევაა. ფასი, ხარისხი, გემოს თვისებები, დაავადებების მიმართ მედეგეობა, მექანიზებული მოსავლის აღებისთვის მედეგობა- ეს რაიკ ცვაანის სათესლე მასალის უპირატესობების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოცდის საშუალებასაც კომპანია სიახლეებით და მეტად რეალიზებადი პროდუქციის მოყვანით დაინტერესებულ ფერმერებს სთავაზობს.

 

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
დიდუბის მომსახურების ცენტრი აქტიური სეზონისთვის ემზადება

,,აგრონომი" მცენარეთა დაცვის საშუალებების უმსხვლესი იმპორტიორია, რომელიც საქართველოს

იხილეთ ვრცლად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ლაგოდეხის მომსახურების ცენტრს

21-ე საუკუნეში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო კულტურების

იხილეთ ვრცლად
PhosAgro- მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია სასუქების წარმოებაში

PhosAgro ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ფოსფატზე დაფუძნებული სასუქების ერთ-ერთი

იხილეთ ვრცლად