მონბანდი NOP 13.5-0-46

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მონბანდი NOP (13.5-0-46)

აზოტი 13.5%+ კალიუმის ოქსიდი 46%

ღირებულება

10.00

აირჩიე: 1 კგ 25 კგ
კულტურა

ვაზი, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, კარტოფილი, კიტრი

ბრენდი

Hebei Monband Water Soluble Fertilizer Co.,Ltd, ჩინეთი

მონბანდი NOP 13.5-0-46 არის კრსტაური ფხვნილი, რომელიც სწრაფად იხსნება წყალში. პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ქლორიდს, ნატრიუმს და მძიმე მეტალებს. შესაძლებელია მისი შერევა ყველა სხვა წყალში ხსნად სასუქთან. ასევე, პრეპარატი თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან ფოთლოვანი შესხურების გზით. შესაძლებელია მონბანდის გამოყენება ისეთი მცენარეებისთვის, რომლებიც განიცდიან კალიუმის ნაკლებობას.

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კულტურაზე და ვეგეტაციის ნებისმიერ პერიოდში, მათ შორის ყვავიობისა და ნაყოფის ფორმირებისას. აზოტის ნაკლებობა პირველ რიგში გავლენას ახდენს ფოთლების გაუფერულებაზე. პირველ რიგში ქვედა ფოთლები უფერულდება: ფერი იცვლება ინტენსიური მწვანედან ღია მწვანემდე, დაწყებული გვირგვინიდან კიდეებამდე. თანდათანობით, ფოთლები ყვითლდება, იძენს ნარინჯისფერ და წითელ ფერებს. გაყვითლებას თან ახლავს ფოთლების სიკვდილი. თუ მცენარეები განიცდიან არა აზოტის ნაკლებობას, არამედ გვალვას, მაშინ ქვედა და ზედა ფოთლები ყვითლდება.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მის შემადგენლობაში შემავალი ნუტრიენტები ამდიდრებს მცენარეულ და ფესვთა სისტემებს და კარგად შეიწოვება მცენარეების მიერ;
  • ხელს უწყობს მკვრივი კვირტების და გემოთი მდიდარი ხილის მიღებას;
  • ზრდის მცენარის წინააღმდეგობის უნარს სტრესისადმი;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • აზოტის არასაკმარისი კვების დროს მცენარეების ზრდა-განვითარება შეფერხებულია, რის შედეგადაც მცირდება მათი პროდუქტიულობა;
  • პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ნიადაგისთვის;
  • რეკომენდირებული დოზა და გამოყენების წესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მცენარის კვებით მდგომარეობაზე და გარემო პირობებზე. მისაღებია ნებისმიერი კულტურისთვის;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება თავსებადობაზე;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა;
  • მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება;

 

კულტურა გამოყენების ჯერადობა

პომიდორი,ბადრიჯანი,წიწაკა,

საზამთრო,ნესვი,გოგრა

გამოიყენეთ მცენარის ზრდის ყველა სტადიაზე.წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია, გაიმეორეთ 2-3-ჯერ,20 დღის ინტერვალით.
ყველა სახის ფოთლოვანი ბოსტნეული

გამოიყენეთ დათესვიდან 15 დღის შემდეგ და ჩითილების გადატანიდან 20 დღის შემდეგ. 

წვეთოვანი ირიგაცია: 2-3კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე;

ფერტიგაცია: 3-5კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე, გავიმეოროთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით.

ფოთლოვანი შესხურება: 1:300-500

ვაზი გამოიყენეთ მცენარის ზრდის ყველა სტადიაზე.წვეთოვანი ირიგაცია,ან ფერტიგაცია გაიმეორეთ 2-3-ჯერ,20 დღის ინტერვალით;
ხეხილი

გამოიყენეთ ნაყოფის ზრდის სტადიაზე.

წვეთოვანი ირიგაცია: 10-20კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე;

ფერტიგაცია: 20-30კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. გავიმეოროთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით.

კარტოფილი

გამოიყენეთ ბოლქვის ზრდის დროს. 

წვეთოვანი ირიგაცია: 5-9კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე;

ფერტიგაცია: 9-10კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. გავიმეოროთ 3-4-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით.

შაქრის ჭარხალი გამოიყენებთ ფოთლის გამოღებისას.წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია გაიმეორეთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით.
თამბაქო გამოიყენეთ გადარგვიდან 15-10 დღის შემდეგ. წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია გაიმეორეთ 2-3-ჯერ 15 დღიანი ინტერვალით.
დეკორატიული ყვავილები

გამოიყენეთ ყვავიობამდე 15 დღიანი ინტერვალით. 

ფოთლოვანი შესხურებ 1:300-500 (აზოტის სასუქთან ერთად).

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.   

თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.  ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.

ჯგუფი კულტურა გამოტანის მაჩვენებელი
I შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. 455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან
II ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი.

 I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK

III

პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო.

221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია.

IV საზამთრო, ნესვი და სალათი.

საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე.

V მწვანილი,ბოლოკი

გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ.

შეფუთვა ფასი
1 კგ 10 ლ
25 კგ 5 ლ

მსგავსი პროდუქცია