ბიფენტრინი 100 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ბაიტი კონტაქტურ - ნაწლავური მოქმედების პრეპარატია. ვერტირებადი მცენარის დამუშავებისასის ის დიდხანს რჩება ზედაპირზე თუნდაც ტენიან ამინდობრივ პირობებში და დიდხანს ინარჩუნებს ინსექტიციდურ აქტივობას.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- ბაიტს გააჩნია მაღალი დაცვითი ეფექტი ბაღის და დახურული გრუნტის პრობლემური მავნებლების წინააღმდეგ;
- ბაიტი ასრულებს მთავარ როლს ვაშლის მავნებლებისგან ქიმიურად დაცვის სისტემაში;
- განსაკუთრებული ეფექტი აქვს ტკიპებთან ბრძოლისას;
- ბაიტი დაბალი ტოკსიკურობით გამოირჩევა;
- პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია სათბურებში;
- ბაიტი თავსებადია სხვა პესტიციდებთან;
- ნალექების მიმართ მედეგია;
- პრეპარატი მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად, რაც მოსავლის საბაზრე სახის შენარჩუნების გარანტიას იძლევა;
- ბაიტი ეფექტურია მავნებლების ყველა სტადიაზე გამოსაყენებლად;
- არ სჭიროებს დამატებითი დამხმარე საშუალებების გამოყენებას;
- სამიზნე მწერებთან შეხების მაქსმალური პოტენციალი გაჩნია;
კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა ლ/პა |
ლოდინის პერიოდი. დღე |
ვაზი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ყურძნის ჭია (Lobesia botrana), ტკიპები, ვაზის ნარინჯისფერი ტკიპა (Brevipalpus jevisi), ვაზის გალებიანი ტკიპა (Eriophyes vitis) |
0.2-0.6 | 30(2) |
ვაშლი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ვაშლის ნაყოფჭამია (Lepidosaphes ulmi), ტკიპები (Acarina) | 0.3-0.6 | 30(4) |
ატამი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ატმის ცრუფარიანა (Parthenolecanium persicae), აღმოსავლური ნაყოფჭამია (Grapholitha molesta) | 0.3-0.6 | 30(2) |
თხილი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), თხილის ცხვირგრძელა (Curculio nucum),თხილის ნაყოფჭამია (Carpocapsa), აღმოსავლური ნაყოფჭამია (Grapholitha molesta) | 0.3-0.6 | 30(4) |
ციტრუსი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ტკიპები (Acarina), ფარიანები, ცრუფარიანები ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა (Chloropulvinaria aurantii), ავსტრალიაური ღარებიანი ცრუფარიანა (Iceria purchasi), ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანა (Pseudococcus gahani), ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანა (Ceroplastes sinrnsis), რბილცრუგარიანა (Coccus hesperidum) | 0.6 | 30(4) |
პომიდორი, კიტრი |
აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ბუგრები, ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii) აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae), პომიდორის ჟანგა ტკიპა (Aculus Iycopersici | 0.4-0.6 | 20(1) |
კომბოსტო | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ბუგრები, ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii), აბლაბუდიანი ტკიპა (Pieris brassicae, Pieris rapae) | 0.2-0.6 | 30(2) |
ხორბალი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), მავნე კუსებურა (Eurygaster intergriceps Put.), ჭიაწურბელა (Lema melanopus L.) | 0.1-0.6 | 20(1) |
სიმინდი | აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), ბამბის ხვატირა (Choridea obsoleta), სიმინდის ფარვანა (Pyrausta nubilalis) | 0.3-0.6 | 20(1) |
გამოყენების ინსტრუქცია;
- პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
- თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
- პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
- პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
- პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
- პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
- ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
- პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
- ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
- არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
- ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
- რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
- ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
- შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
- ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
- პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
- პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
- ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
- რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
- დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
- კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
- როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 30 ლ |