პროტექტი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ჭრაქი | პროტექტი

პროტექტი

სპილენძის ჰიდროქსიდი 770 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

29.00

აირჩიე: 1 კგ 5 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, კიტრი, კომბოსტო, ნუში

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

პროტექტი არის სპილენძნაერთი ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომლებიც ვრცელდება ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ვაზი, ატამი, ვაშლი, ციტრუსი, ბოსტნეული და ა.შ. ისეთ პრობლემატურ სოკოვან დაავადებებზე, როგორიცაა: ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მელანოზი, ნეკროზი, ჭრაქი, ანთრაქნოზი, ქეცი, მონილიოზი, ფიტოპტოროზი და ა.შ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პათოგენური სოკოების სპორების გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებში, პრეპარატში შემავალი სპილენძი ხელს უშლის მათ აღმოცენებას. აქტიური ნივთიერება (სპილენძის ჰიდროქსიდი) იწვევს პათოგენების სასიცოცხლო აქტივობის სხვადასხვა ფუნქციურ დარღვევას (ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვა, ფერმენტების აქტივობა, რესპირატორული პროცესები, პათოგენური უჯრედების გაყოფის პროცესის დარღვევა და მისი შეღწევა მცენარეებში), რაც გამორიცხავს რეზისტენტობის ალბათობას წამლისადმი. დაბალი ლოდინის ინტერვალი სპილენძის ჰიდროქსიდის  შემადგენელი იონები აფერხებს ზოოსპორების განვითარებას, კლავს ბაქტერიებს, იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ხელს უშლის სპორების გამრავლებას და პათოგენური უჯრედების გაყოფას;
  • დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა, მოხმარების ოპტიმალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეადგენს 7-10 დღეს, ნალექის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება;
  • კომპლექსურ-კრისტალური სტრუქტურა გარანტირებულად იცავს მცენარის ზედაპირს;
  • დაავადებათა ფართო სპექტრის საუკეთესო კონტროლი;
  • ადვილი და ეფექტური გამოყენება;
  • გააჩნია მტვერგამძლე ფორმულაცია;
  • პროტექტი არის შექმნილი, უმარლესი ხარისხის ფორმულირებით, ნაწილაკების ზომა ისეა გათვლილი, რომ მოხდეს მცენარის ზედაპირის სრულყოფილი და თანაბარი დაფარვა;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მხოლოდ პერიოდული პროფილაქტიკური გამოყენებით;
  • აუცილებელია დამუშავებებს შორის ინტერვალის დაცვა, დამცავი პერიოდის ხანგრძლივობის სწორად განსაზღვრადა და სხვა ქიმიური ჯგუფების ფუნგიციდების მონავბლეობა;
  • არ საჭიროებს დამატებით სამუშაო აღჭურვილობას;
  • სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად წყალი უნდა იყოს სუფთა. წყალში დიდი რაოდენობით უცხო სხეულების არსებობამ, როგორიცაა სილა, ან თიხა, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინსექტიციდის ეფექტურობაზე;
  • სამუშაო ხსნარი მზადდება ფუნგიციდური დამუშავებისთანავე;
  • შესხურება ტარდება დილის, ან საღამოს საათებში უნალექო/უქარო/ამინდში, რაც ხელს უშლის წამლის მეზობელ კულტურებზე გავრცელებას;
  • სამუშაო ხსნარი უნდა გამოიყენოთ მომზადებიდან რამდენიმე საათში;

 

 

კულტურა

დაავადება

გამოყენების   პერიოდი

 

ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

ლოდინის პერიოდი

ვაზი

ვაზის ჭრაქი (მილდიუ)(Plasmopara viticola), ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelophagum), ყურძნის

შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii Vialet Rav.)

 

 

 

შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით. ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას 

 

 

 

 

 

2.5-3

21

თესლოვანი,ხეხილი, ვაშლი, მსხალი

ქეცი (Venturia inaequalis), ლაქიანობა (Clasterosporium carpophilum), სიდამპლე (Monilia mali), ბაქტერიული და სოკოვანი ნეკროზები (Pseudomonas, Pyricularia oryzae)

5-8

10

პომიდორი (ღია გრუნტი)

ფიტოფტოროზი (Late blight), ალტერნარიოზი (Monilia mali)

2.5-3

7

კიტრი (ღია გრუნტი)

ჭრაქი (პერენოსპოროზი(Pseudoperenospora cubensis

2.5-3

5

კარტოფილი

მაკროსპოროზი, კარტოფილის მურა ლაქიანობა (Early blight), კარტოფილის ფიტოფტოროზი (Late blight), ალტერნარიოზი Alternaria solani)

2.5-3

7

კურკოვანი ხეხილი

ბაქტერიულო სილაქავე  (Bacterial spot ), ბაქტერიული ნეკროზი(Bacterianecrosis), ფოთლის სიხუჭუჭე (Leaf curt)

ცისფერიწამლობა, ვარდისფერი კონუსის ფაზაში(კვირტების დაბერვისას, საფოთლე კვირტების გაშლის დასაწყისში) 

5-8

10

შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით. ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას  

 

2.5-3

 

10

 

თხილი, კაკალი

სიდამპლე (Broun rot)

 შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით. ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას 

4-7

10

ციტრუსი

ციტრუსების ფოთლებისა და ღეროების მელანოზი (Melanoze), მუნი მღერი (Scab),ანთრაქნოზი (Collelotrichum gloeosporioides  Penz.)

5-8

10

ხახვი

ჭრაქი (პერენოსპოროზი(Peronospora destructor)

2.5-3

2.5-3

გამოყენების ინსტრუქცია;

      • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
      • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
      • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
      • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
      • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
      • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

      • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
      • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
      • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

      • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
      • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
      • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

      • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
      • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
      • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
      • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
      • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
      • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
      • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
      • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

      • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
      • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
      • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

      • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
      • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
      • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
      • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
      • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
      • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

 

  • .
შეფუთვა ფასი
1 კგ 29 ლ
5 კგ 28 ლ

მსგავსი პროდუქცია