მგფოსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მგფოსი

ალუმინის ფოსფიდი 560 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

აბი

ღირებულება

100.00

აირჩიე: 0.100 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

სიმინდი, თავთავიანი კულტურები

დაავადება / მავნებელი

ბეღლის მავნებლები

ბრენდი

Ningbo Generic Chemical Co. LTD, ჩინეთი

ჯიფოსი - შენახვის პირობებში არსებული მავნებლების საკონტროლოდ გამოსაყენებელი მწვავე მოქმედების, ერთ-ერთი ძლიერი ფუმიგანტი, ბეღლის მავნებლების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ემჯიფოსი 56% ტაბლეტი, მყარი მდგომარეობიდან გადადის გაზისებრ მდგომარეობაში და ალუმინის ფოსფიდის გაზი ხვდება რა სასუნთქ ორგანოებში იწვევს მწერებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების გაგუდვას, მათ შორის ბეღლის თაგვების. ემჯიფოსის გამოყენების წინ საჭიროა, საწყობს გაუკეთდეს ჰერმეტიზაცია, რომ არ მოხდეს გაზის გაჟონვა. ტაბლეტები თავსდება მარცვლეულის ხვავში სხვადასხვა დონეზე, რაც შეიძლება ღრმად, რათა თანაბრად განაწილდეს გაზი, რის შემდეგაც სათავსო/საწყობი იკეტება ჰერმეტულად. ექსპოზიციის გასვლის შემდეგ, სათავსო გაიხსნება და განიავდება 5 დღის განმავლობაში. დამუშავებული პროდუქტი საკვებად ვარგისია. გაზის ექსპოზიციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საცავში არსებულ ტემპერატურაზე. +12-16°C 5 დღეა, +16-20°C 4 დღეა და +20°C-ის ზემოთ ექსპოზიცია 3 დღეა.

აქტიური ნივთიერების ალუმინის ფოსფიდის ატმოსფერულ ტენიანობასთან შეხების შედეგად წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია, რის შედეგადაც პრეპარატი იშლება უფერო ფოსფინის გაზის, ნახშირორჟანგის და ამიაკის გამოყოფით. აირისებრი ფოსფინი იწვევს მავნებლების ნერვული სისტემის დამბლას, რაც იწვევს მეტაბოლური პროცესების დარღვევას და ბლოკავს ჟანგბადის დინებას ორგანიზმში. შედეგად, მავნებლები იღუპებიან.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ფლობს მაღალი ფუმიგაციის აქტივობას მარაგების ფარული მავნებლების წინააღმდეგ;
  • ადვილად ანადგურებს მავნებლების მთელ კომპლექსს საწყობებში, მარცვლებში, ფქვილის ქარხნებში, ასევე გემების საცავებში;
  • სწრაფად აღწევს ყველა სახის შესაფუთ მასალაში;
  • აქვს ძალიან დაბალი მოხმარების მაჩვენებელი;
  • მარტივი გამოყენება;
  • არ მოქმედებს ფუმიგირებული პროდუქტების ხარისხზე (არ მოქმედებს თესლის გაღივებაზე);
  • არ არის საშიში ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტებისთვის;
  • სწრაფად იშლება უვნებელ ნივთიერებებად;
  • ეკონომიურად მომგებიანი;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დეგაზაციის შემდეგ პრეპარატს არ გააჩნია დამცავი ეფექტი;
  • მავნე ორგანიზმებზე ალფინის მოქმედების სიჩქარე დამოკიდებულია მოცულობაში შექმნილ გაზის რეალურ კონცენტრაციაზე, ასევე ტემპერატურაზე, მავნებლის ტიპზე და მწერების განვითარების სტადიაზე;
  • გამოყენებამდე გამოთვალეთ ტაბლეტების საჭირო რაოდენობა;
  • საწყობებში მარცვლეულის ფუმიგაციისას ტაბლეტები ნაწილდება მარცვლეულის მასაზე სპეციალური ზონდების გამოყენებით;
  • ალფინი არ გამოიყენება ერთდროულად სხვა ინსექტიციდებთან. ფოსფინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ნახშირორჟანგის გაზრდილი შემცველობით;
  • ფოსფინი აზიანებს მწვანე მცენარეებს, ახალ ხილს და ბოსტნეულს;
  • არ ახდენს უარყოფით გავლენას გადამუშავებულ პროდუქტებზე. თუ დაცულია ფუმიგაციის რეკომენდებული რეჟიმები და ტექნოლოგიები, ფოსფინი უარყოფითად არ მოქმედებს მცენარეთა სხვადასხვა სახეობის თესლის გაღივებაზე, ამიტომ ფოსფინის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ საკვებისა და საკვები მარცვლეულის დეზინფექციისთვის, არამედ თესლის მარცვლების და ალაოს ქერის დასაფუმინგად;

 

კულტურა ხარჯვის ნორმა გამოყენების დრო გამოყენების ხერხი, გამოყენების თავისებურება 
ჩაუტვირთავი მარცვალსაცავები  5/3 (2 აბი) მავნებლები შენახვის პირობებში ფუმიგაცია 15-160C-ის დროს ექსპოზიცია 5 დღე. პერსონალის
დაშვება მოხდება მხოლოდ განიავების შემდეგ, როცა ფოსფინის
შემცველობა სამუშაო ზონის ჰაერში არ აღემატება ზდკ-ს.
მარცვალი (სასურსათო, სათესლე, საფურაჟე 9/3 (3 აბი)

მავნებლები

შენახვის პირობებში

იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 10 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-.
ფქვილი, ბურღული საწყობში ან პოლიეთი- ლენის საფარქვეშ  6/3 (2 აბი)

მავნებლები

შენახვის პირობებში

იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 2 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-.
მშრალი ბოსტნეული საწყობში ან პოლიეთი- ლენის საფარქვეშ  5/3 (2 აბი)

მავნებლები 

შენახვის პირობებში

იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 5 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-.
მარცვლოვანი ან პარკოსანი კულტურების მარცვალი გემისა და ტანკერების ტრიუმებში, ნავსადგურებში  2,4 /3 მავნებლები შენახვის პირობებში ფუმიგაცია 15-16°C-ის დროს, ექსპოზიცია ფიტოექსპოფუმიგაციისტექნოლოგიის გამოყენებით - 16 დღე; რეცირკულაციის მეთოდით 1 დღე. დეგაზაცია რეისის დროს და დრეიფის დროს; მარცვლის დათვალიერება და დატვირთვა მოხდება მაშინ, როცა ფოსფინის შემცველობა მარცვლის ზედაპირიდან 0,5-1 სიმაღლეზე 0,1 მგ/3- ია. რეალიზაცია მოხდება როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-. ხალხის დაშვება სრული განიავების შემდეგ, როცა ჰაერში ფოსფინის შემცველობა არ აღემატება მდდ-.
(1 აბი)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.100 კგ 100 ლ

მსგავსი პროდუქცია